NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კიდი მწვრთნელი არ არის

AutoSharing Option
ორივე ნიუიორკული კლუბი ახალ სეზონს დიდი ამბიციებით შეხვდა. "ნიუ იორკმა" პირველად დიდი ხნის განმავლობაში გადალახა პლეი ოფის პირველი რაუნდი და პროგრესის გაგრძელებას აპირებდა, "ბრუკლინმა" კი ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ჯერჯერობით, ამ გუნდების ანგარიშზე 10 მატჩში სამი მოგება მოდის.

განსაკუთრებით ცუდად მიდის "ბრუკლინის" მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის საქმეები, რომელსაც დებიუტი აქვს NBA-ში ახალ ამპლუაში.

გამოცდილმა სკაუტმა, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიდის საქციელი სათადარიგოთა სკამზე, უბრალოდ, საშინელებაა. მისი თქმით, მოთამაშეთა შეცვლის თაობაზე ძირითად
გადაწყვეტილებების ჯეისონს თანაშემწეები იღებენ.

"ის საერთოდ არაფერს აკეთებს. შეცვლებსაც ვერ ასრულებს. ჯონ უელში მთლიანად პასუხს აგებს შეტევაზე, ლოურენს ფრენკი ხელმძღვანელობს დაცვაში მოქმედებას. და რას აკეთებს კიდი? ვერ ვიტყვი, რომ ის ცუდი მწვრთნელია. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ის საერთოდ არ არის მწვრთნელი", - ამბობს ინკოგნიტო სკაუტი.

კრიტიკა არ აკლია "ნიუ იორკის" დამრიგებელ მაიკ ვუდსონს, თანაც, სრულიად დამსახურებული. "ნიქსის" თავდასხმა ძალიან ცუდად გამოიყურება. გუშინ, "დეტროიტის" წინააღმდეგ, რომელსაც ლიგაში ყველაზე ცუდი დაცვა ჰყავს, კარმელო ენტონიმ და კომპანიამ მხოლოდ 86 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, "ნიქსმა" "პისტონზს" შვიდმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტის საშუალება მისცა.

ვაშინგტონი-მინესოტა 104:100
27:34, 24:29, 30:18, 23:19
ვ: ბილი (25+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნენე (20+5 მოხსნა), უებსტერი (17+9 მოხსნა), გორტატი (14+7 მოხსნა), უოლი (14+16 პასი+5 მოხსნა).
მ: ლავი (25+11 მოხსნა), ბრიუერი (16+4 ჩაჭრა), პეკოვიჩი (13+6 მოხსნა), ბარეა (12+7 პასი), მარტინი (11+5 მოხსნა), რუბიო (10).

დეტროიტი-ნიუ იორკი 92:86
26:24, 17:19, 28:20, 21:23
დ: სტაკი (21+5 პასი), სმიტი (19+5 მოხსნა), მონრო (16+11 მოხსნა), დრამონდი (13+11 მოხსნა+3 დაფარება), კოლდუელ-პოუპი (13).
ნ-ი: ენტონი (25+7 მოხსნა), სმიტი (18), ბარნიანი (13+6 მოხსნა), შამპერტი (11).

მაიამი-ატლანტა 104:88
24:25, 24:20, 30:23, 26:20
მ: ბოში (19+5 მოხსნა), ალენი (17), ჩელმერსი (14+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (13+6 მოხსნა+5 პასი).
ა: სკოტი (15+10 მოხსნა), ჰორფორდი (12+7 მოხსნა), ანტიჩი (12).

ჰიუსტონი-ბოსტონი 109:85
40:18, 28:26, 20:13, 21:28
ჰ: ჯონსი (24+9 მოხსნა), ბევერლი (16), ჰარდენი (15+5 მოხსნა+5 პასი), პარსონსი (11+6 პასი), ლინი (11+5 პასი), ჰოვარდი (10+11 მოხსნა+3 დაფარება).
ბ: ლი (17), ბრედლი (11+5 მოხსნა), სალინჯერი (10+9 მოხსნა).

საკრამენტო-ფინიქსი 107:104
33:25, 21:37, 28:26, 25:16
ს: კაზინსი (27+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტომასი (19), მაკლემორი (19+5 მოხსნა), ვასკესი (11+6 პასი), პატერსონი (10+5 მოხსნა).
ფ: გრინი (23), მარკუს მორისი (19), ფრაი (17+9 მოხსნა), გუდვინი (16), პლამლი (10+6 მოხსნა), დრაგიჩი (10+8 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ინდიანა 10 9 1 90.0
2. მაიამი 11 8 3 72.7
3. ჩიკაგო 9 6 3 66.7
4. ფილადელფია 12 5 7 41.7
5. ატლანტა 11 6 5 54.5
6. შარლოტი 11 5 6 45.5
7. დეტროიტი 10 4 6 40.0
8. ორლანდო 10 4 6 40.0
9. კლივლენდი 11 4 7 36.4
10. ტორონტო 11 4 7 36.4
11. ბოსტონი 12 4 8 33.3
12. ვაშინგტონი 10 3 7 30.0
13. ნიუ იორკი 10 3 7 30.0
14. ბრუკლინი 10 3 7 30.0
15. მილუოკი 9 2 7 22.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო 10 9 1 90.0
2. პორტლენდი 11 9 2 81.8
3. გ. სტეიტი 11 8 3 72.7
4. ოკლაჰომა 10 7 3 70.0
5. ჰიუსტონი 12 8 4 66.7
6. კლიპერსი 11 7 4 63.6
7. დალასი 11 7 4 63.6
8. მინესოტა 12 7 5 58.3
9. მემფისი 11 6 5 54.5
10. ფინიქსი 10 5 5 50.0
11. ლეიკერსი 12 5 7 41.7
12. ნიუ ორლეანი 10 4 6 40.0
13. დენვერი 10 4 6 40.0
14. საკრამენტო 10 3 7 30.0
15. იუტა 12 1 11 08.3

ქულები
კევინ დურანტი (ოკლ) 29.6
კევინ ლავი (მინ) 26.7
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 26.0
კარმელო ენტონი (აილ) 25.7
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 24.3
პოლ ჯორჯი (ინდ) 23.3
კევინ მარტინი (მინ) 23.2
ბლეიკ გრიფინი (კლი) 22.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 22.8
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 22.6

მოხსნები
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 13.9
დეანდრე ჯორდანი (კლი) 13.5
კევინ ლავი (მინ) 13.4
ანდრე დრამონდი (დეტ) 12.0
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.4
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 11.0
ბლეიკ გრიფინი (კლი) 10.9
პაუ გასოლი (ლეი) 10.7
სერჟ იბაკა (ოკლ) 10.5
დერიკ ფეივორსი (იუტ) 10.3

პასები
კრის პოლი (კლი) 12.6
ჯონ უოლი (ვაშ) 9.8
რიკი რუბიო (მინ) 9.0
ჯეფ ტიგი (ატლ) 8.8
სტივენ კარი (გ. სტე) 8.7
ტაი ლოუსონი (დენ) 8.6
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.6
ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 7.3
სტივ ბლეიკი (ლეი) 7.3
ბრენდონ ჯენინგსი (დეტ) 7.3

ჩაჭრები
რიკი რუბიო (მინ) 2.8
კრის პოლი (კლიპ) 2.6
დუეინ უეიდი (მაი) 2.4
ერიკ გორდონი (ნ-ორლ) 2.4
მარიო ჩელმერსი (მაი) 2.2
ანდრე იგუოდალა (გ. სტე) 2.1
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 2.1
დეჟუან ბლერი (დალ) 2.0
კორი ბრიუერი (მინ) 2.0
დაფარებები
როი ჰიბერტი (ინდ) 4.6
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 3.6
ბრუკ ლოპესი (ბრუ) 2.8
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 2.4
დეანდრე ჯორდანი (კლი) 2.3
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1
მაილს პლამლი (ფინ) 1.9
ჯონ ჰენსონი (მილ) 1.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის შედეგები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული