ამერიკის ნაკრების 28 კანდიდატი

AutoSharing Option
დაპირებისამებრ, ამერიკის კალათბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ნაკრების გაფართოებული სია. დასახელებელი მოთამაშეებით დაკომპლექტებული შემადგენლობით, აშშ ტიტულების დაცვას ეცდება მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე და 2016 წლის ოლიმპიადაზე.

მოთამაშეთა სია ზუსტად დაემთხვა იმას, რომელიც ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა ESPN-ის მიმომხილველმა მარკ სტეინმა. მასში ვერ მოხვდნენ ჯონ უოლი, დუეინ უეიდი, კობი ბრაიანტი, მაგრამ ვხედავთ უმაღლესი დონის სხვა ვარსკვლავებს - ლებრონ ჯეიმსს, კევინ დურანტსა და კარმელო ენტონის. თუმცა ლებრონი, სავარადოდ, გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატს.

სიაში სულ 28 კალათბურთელია. აქედან 14-ს უკვე უთამაშია ეროვნულ გუნდში, მეორე ნახევარი კი დებიუტანტია:

მცველები: ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), გორდონ ჰეივორდი ("იუტა"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი").

ფორვარდები: კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ანდრე იგუოდალა ("გოლდენ სტეიტი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), კაილ კორვერი ("ატლანტა"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), კევინ ლავი ("მინესოტა").

ცენტრები: დამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), ტაისონ ჩენდლერი ("ნიუ იორკი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), დუაიტ ჰოვარდი ("ჰოვარდი"), დევიდ ლი ("გოლდენ სტეიტი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), კენეტ ფარიდი ("დენვერი").

ამ სიიდან სამწვრთნელო შტაბი მსხვილი ტურნირებისთვის 12 მოთამაშეს აირჩევს. ნაკრების მწვრთნელი, კვლავინდებურად, მაიკ კრჟიჟევსკი იქნება. მისი ასისტენტია სირაკუზის უნივერსიტეტის გუნდის დამრიგებელი ჯიმ ბოჰაიმი, აგრეთვე NBA-ის ორი კლუბის მთავარი მწვრთნელი - ტომ ტიბოდო ("ჩიკაგო") და მონტი უილიამსი ("ნიუ ორლეანი"). გუნდის გენერალურ მენეჯერად დარჩა ჯერი კოლანჯელო.

3 თებერვალს გაიმართება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრა და ამერიკელები ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს შეიტყობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული