ვეტერანი კალათბურთელი "მგლების" რიგებში 1995-2007 წლებში თამაშობდა. სწორედ "მინესოტამ" აირჩია გარნეტი 1995 წელს დრაფტის პირველ ნომრად. ამ გუნდის რიგებში კევინი 2004 წელს ლიგის MVP გახდა.
შეგახსენებთ, უფრო ადრე 38 წლის კალათბურთელმა გამოცხადა, რომ წლევანდელი სეზონი ბოლო იქნება მის პროფესიულ კარიერაში.
"მინდა "მინესოტას" შეძენა, - ამბობს Yahoo! Sports-თან კომენტარში კევინ გარნეტი. ინვესტორების პოვნა, ჯგუფის შექმნა და ერთ მშვენიერ დღეს კლუბის ყიდვა. აი, რისი გაკეთება მსურს კარიერის დასრულების შემდეგ".