მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

AutoSharing Option
NBA-ს საკალათბურთო კლუბ "მინესოტას" ფორვარდმა კევინ გარნეტმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ 40 წელს მიღწეულმა ვარსკლავმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა. მოთამაშე უკვე შეუთანხმდა კლუბს თავისი კონტრაქტის დარჩენილი ნაწილის გამოსყიდვაზე.

"მადლობელი ვარ ყველასი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები ასე შემიყვარებდნენ. და არც ის მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი იქნებოდა. ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გარნეტი.

კევინ გარნეტმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა და "მინესოტას", "ბოსტონისა" და "ბრუკლინის" მაისურებით, ჯამში 1462 მატჩი ჩაატარა. "ყველა ვარსკლავის მატჩში" ის 15-ჯერ მიიწვიეს, 4-ჯერ კი ჩემპიონატის სიმბოლურ
ნაკრებში მოხვდა. 2004 წელს ფორვარდი რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს, 2008-ში კი "სელტიქსთან" ერთად საჩემპიონო ბეჭდის მფლობელიც გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული