პირველი მეოთხედი "დათვებს" არ გამოუვიდათ, სამაგიეროდ, მეორე მეოთხედში მასპინძლების რეზერვისტებმა მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და კლუბის ისტორიაში სიგრძით მესამე გაქცევა მოაწყვეს.
ვინს კარტერის აქტიური მონაწილეობით, რომელმაც სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, მასპინძლები 20:0 გაიქცნენ. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ბენო უდრიხი, რომელმაც ამ 20 ქულიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა, მთელი სპურტი კი იმ დროს იყო ორგანიზებული, როცა
"დათვების" უპირატესობამ 14 ქულა შეადგინა, როცა სპეიტსმა პირველი ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ჩააგდო. ტომპსონისა და მორისის მონდომებით, სტუმრებმა ექვს ქულამდე შეამცირეს სხვაობა.
შესვენების შემდეგ მასპინძლები ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას, მაგრამ დასკვნით 12-წუთეულში "უორიორზი" ორჯერ ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს.
მეორე ჯერზე ეს სიგნალი აღმოჩნდა "მემფისისთვის", რომელმაც იქვე 7:0 გაქცევა მოაწყო და აღარ მისცა მეტოქეს ინტრიგის აღდგენის საშუალება. არ წაუვიდა თამაში კარის, რომელმაც 10-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში. ენდრიუ ბოგუტის არყოფნაში კი გაილაღა სამწამიანში მარკ გასოლმა.
მემფისი-გ. სტეიტი 105:98
24:30, 33:19, 23:20, 25:29
მ: გასოლი (24+7 მოხსნა), რენდოლფი (17+10 მოხსნა), კონლი (17+5 პასი+4 ჩაჭრა), კარტერი (16), ლური (11).
გ-ს: ტომპსონი (22), კარი (19+7 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), სპეიტსი (18+8 მოხსნა), ლივინგსტონი (12), ბარნსი (11+8 მოხსნა), გრინი (4+10 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება).
ვაშინგტონი-მინესოტა 109:95
27:16, 19:20, 28:33, 35:26
ვ: ბატლერი (23), უოლი (21+17 პასი), გორტატი (15), ნენე (11+7 მოხსნა), პორტერი (10), ბილი (10+3 ჩაჭრა), სერაფინი (10), ჰემფრიზი (6+10 მოხსნა).
მ: ტ. იანგი (29), მუჰამედი (21+3 ჩაჭრა), დიონგი (12+12 მოხსნა+3 დაფარება).
ბრუკლინი-მაიამი 91:95
25:33, 20:22, 21:21, 25:19
ბ: პლამლი (21+9 მოხსნა), ჯონსონი (16), უილიამსი (15+11 პასი), კარასიოვი (11), გარნეტი (4+10 მოხსნა).
მ: უეიდი (28), დენგი (18+6 მოხსნა), ნაპიერი (11), ჩელმერსი (10+7 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), შ. უილიამსი (10).
ნიუ იორკი-დალასი 87:107
24:36, 20:18, 24:27, 19:26
ნ-ი: ენტონი (26+5 პასი+4 ჩაჭრა), ჰარდუეი (14), სტაუდმაიერი (10), სმიტი (10).
დ: ნოვიცკი (16+5 პასი), ელისი (14+6 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (13+6 პასი), ბარეა (10+5 პასი).
ნიუ ორლეანი-იუტა 119:111
20:26, 33:30, 25:33, 41:22
ნ-ო: დევისი (31+9 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (28), ტ. ევანსი (19+6 პასი), რივერსი (12), აშიქი (10+3 დაფარება).
ი: კანტერი (29+7 მოხსნა), ჰეივორდი (17+5 პასი), ბერკი (16+6 მოხსნა), ბერკსი (16), ეკზამი (12), ბუკერი (10).
საკრამენტო-ოკლაჰომა 92:104
20:34, 34:27, 17:20, 21:23
ს: გეი (22+6 მოხსნა), ლენდრი (14), სეშენსი (11), მაკლემორი (10).
ო: უესტბრუკი (32+6 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), დურანტი (26), მოროუ (10), ადამსი (5+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"