NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ენტონი სეზონს ამთავრებს?

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერი კარმელო ენტონი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულოს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიხედოს.

მუხლის არეში ტკივილების გამო ენტონიმ თავისი გუნდის ბოლო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ "ნიუ იორკს" პლეი ოფში მოხვედრის არანაირი პერსპექტივა აღარ დარჩა, NBA-ს ვარსკვლავი ოპერაციაზე და მომავალ სეზონისთვის მზადებაზე დაფიქრდა.

"ნიქსის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ ფიშერმა დაადასტურა ენტონის პრობლემები. კლუბის სამედიცინო შტაბს მიაჩნია, რომ მტკივანი მუხლით მოედანზე გასვლამ, შესაძლოა, კიდევ უფრო
დაამძიმოს კარმელოს მდგომარეობა.

მიმდინარე რეგულარულში ენტონიმ 30 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 23.9 ქულა, 6.6 მოხსნა და 3.1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ორლანდო-შარლოტი 90:98
20:22, 9:30, 25:18, 36:28
ო: ოლადიპო (21+5 პასი+4 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (20+10 მოხსნა), ჰარისი (18+11 მოხსნა).
შ: უოკერი (30+7 მოხსნა+6 პასი), კიდ-გილკრისტი (17+12 მოხსნა), ნილი (16), ზელერი (12+7 მოხსნა).

ჩიკაგო-ბოსტონი 109:104 (ო)
17:23, 29:17, 23:29, 30:30, 10:5
ჩ: პ. გასოლი (29+16 მოხსნა+5 დაფარება), ბრუქსი (19), როუზი (12), გიბსონი (12+6 მოხსნა), მიროტიჩი (10+8 მოხსნა).
ბ: ტერნერი (29+6 პასი), ბრედლი (17), სალინჯერი (16+16 მოხსნა), გრინი (11+9 მოხსნა), ზელერი (10), კრაუდერი (10).

ჰიუსტონი-მაიამი 115:79
23:27, 38:22, 33:11, 21:19
ჰ: ჰარდენი (28), ჰოვარდი (23+13 მოხსნა), მოტეიუნასი (12), სმიტი (12+6 მოხსნა), ბევერლი (11), ბრიუერი (11).
მ: ბოში (15), უეიდი (15), უაიტსაიდი (14), დენგი (10+6 მოხსნა).

მინესოტა-იუტა 89:101
21:20, 20:27, 20:30, 28:24
მ: უიგინსი (20), უილიამსი (20), დიეგი (10+6 მოხსნა).
ი: ბერკი (28+6 მოხსნა+6 პასი), ფეივორსი (15+8 მოხსნა), გობერი (13+11 მოხსნა+6 დაფარება), ბუკერი (8+15 მოხსნა+6 პასი).

სან ანტონიო-ვაშინგტონი 101:92
31:35, 27:23, 20:19, 23:15
ს-ა: ჯოზეფი (19), სპლიტერი (16), მილზი (15), დიაო (14), ბელინელი (12), გრინი (10+6 მოხსნა).
ვ: უოლი (15+8 პასი), ბილი (15), გორტატი (12), ნენე (12), პორტერი (11), ჰემფრიზი (10+8 მოხსნა).

დენვერი-მემფისი 114:85
32:22, 17:16, 34:22, 31:25
დ: ლოუსონი (25+11 პასი), აფლალო (23), ჩენდლერი (15), ფარიდი (13+13 მოხსნა), ნურკიჩი (11+10 მოხსნა+5 დაფარება), ჰიქსონი (11).
მ: მ. გასოლი (18+3 დაფარება), ადამსი (12), ლიუერი (10+7 მოხსნა).

პორტლენდი-ატლანტა 107:115
20:29, 29:23, 26:31, 32:32
პ: ოლდრიჯი (30+12 მოხსნა), მეტიუზი (19), ბატუმი (16), ლილარდი (16+8 მოხსნა+7 პასი), რაიტი (10).
ა: მილსეპი (27+6 მოხსნა), ტიგი (22+6 პასი), კორვერი (14+8 მოხსნა), ჰორფორდი (13), სეფოლოშა (13+12 მოხსნა), კეროლი (11+9 მოხსნა), ანტიჩი (10).

კლიპერსი-ფილადელფია 127:91
34:21, 28:32, 26:21, 39:17
კ: პოლი (24+12 პასი+8 მოხსნა), რედიკი (17), გრიფინი (15), ფარმარი (13+6 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (12), ბულოკი (10), ჯორდანი (7+10 მოხსნა).
ფ: როუტენი (27+7 პასი), კოვინგტონი (23), მბა ა მუტე (14), სემპსონი (10), ნოელი (7+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული