"სპურსის" შემადგენლობაში დაბრუნდა ტონი პარკერი, თუმცა ფრანგმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა. პირველ მეოთხედში მასპინძლებმა 18 ქულით დაწინაურება შეძლეს. თითქოს, "დეტროიტი" განწირული ჩანდა, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, "პისტონზმა" სხვაობის შემცირება დაიწყო. სტუმრები მაქსიმალური სარგებლობით ათამაშებდნენ თავიანთ კოზირებს, მონროსა და დრამონდის სახით.
ამ დუეტმა სამწამიანი ზონის
დიდი შესვენების შემდეგ გუნდებმა შედეგიანი თამაში გააჩაღეს, თუმცა ამას მოჰყვა რვაწუთიანი "მშრალი" პერიოდი, რომლის დროსაც მეტოქეები ქულებს მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან აგროვებდნენ. "პისტონზი" 10 ქულით გაიჭრა წინ. "დეტროიტმა" 24 ქულა სამწამიანი ზონიდან დააგროვა, "სპურსის" ანალოგიური მაჩვენებელი კი მხოლოდ ოთხი ქულა იყო. გარდა ამისა, მესამე მეოთხედში სტუმრებმა ცხრა ქულა კონტრშეტევებით აიღეს, "სან ანტონიოს" კი არც ერთი ასეთი იერიში არ ჰქონია.
ბოლო მეოთხედში "სპურსმა" სამქულიანების (შვიდიდან ხუთი ზუსტი შორეული ტყორცნა) წყალობით არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ლიდერობაც დაიბრუნა, მაგრამ შორი მანძილიდან სიზუსტის ფონზე, მასპინძლები საშინლად ისროდნენ საჯარიმოებს (12-დან 6 აცილება). ბოლოსკენ მხოლოდ ჯინობილიმ შეძლო ორიდან ორი თავისუფალი ტყორცნის რეალიზება, დანარჩენები კი მინიმუმ ერთ სროლას აცილებდნენ. დეტროიტელები - ოგასტინი და დრამონდი არ აძლევდნენ "სპურსს" წინ გაჭრის საშუალებას. სწორედ დრამონდმა ჩაჭრა დანკანის ცუდი პასი მილზის მისამართით, ბურთი ჯენინგსს მიაწოდა, რომელმაც შვიდ წამში მეტოქის ფართან მიირბინა და თითქმის სირენასთან ერთად ჩააგდო გადამწყვეტი ორქულიანი.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრამდე "სან ანტონიო" ზედიზედ 14 მატჩი არ მარცხდებოდა შინ აღმოსავლეთის გუნდებთან.
სან ანტონიო-დეტროიტი 104:105
37:20, 21:29, 19:33, 27:23
ს-ა: აირესი (16), დანკანი (15+7 მოხსნა), გრინი (13+6 მოხსნა), ბელინელი (12), ჯინობილი (11+8 პასი), სპლიტერი (10+7 მოხსნა), დიაო (10).
დ: დრამონდი (20+17 მოხსნა), ოგასტინი (19+5 პასი), მონრო (17+11 მოხსნა), ჯენინგსი (13+7 პასი), მიქსი (13), კოლდუელ-პოუპი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"