ჰოვარდმა გარნეტს ხელი გაარტყა - ტიტანების ჩხუბი "ბრუკლინი"-"ჰიუსტონის" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნბა-ს კალათბურთელებმა კევინ გარნეტმა და დუაიტ ჰოვარდმა, რომლებიც შესაბამისად, "ბრუკლინისა" და "ჰიუსტონის" ღირსებას იცავენ, 13 იანვარს გამართული ამ გუნდების შეხვედრის დროს მოედანზე იჩხუბეს.

პირველ მეოთხედში გარნეტმა ჰოვარდთან თამაშისას წესები დაარღვია, რის შემდეგაც მეტოქეს ხელი ჰკრა. "ჰიუსტონის" ლიდერმაც უმალ ხურდა დაუბრუნა. ამის შემდეგ გარნეტმა ჰოვარდს ზურგში ბურთი ესროლა და შუბლით სახეზე მიაწვა, რაზეც დუაიტმა ლოყაში ხელის გარტყმით უპასუხა.

დაპირისპირებულ კალათბურთელებს შუაში სხვა მოთამაშეები დროულად ჩაუდგნენ და გააშველეს.

გარნეტი პროვოკაციის გამო თამაშის ბოლომდე გააძევეს, ჰოვარდი კი მოედანზე დარჩა. საბოლოოდ, "ჰიუსტონმა" სტუმრად 113:99
იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული