ლებრონ ჯეიმსი: რა დროს პლეი ოფია

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მას და მის პარტნიორებს ჯერჯერობით არ აქვთ პლეი ოფის მატჩებზე ფიქრის უფლება.

გუნდი მხოლოდ მიმდინარე პრობლემების დაძლევასა და საკუთარი თამაშის ძიებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

"დღეს არცკი უნდა ვფიქრობდეთ პლეი ოფის მატჩებზე. დღევანდელ "კავალიერზს" არ აქვს შვიდმატჩიანი სერიის მოგების უნარი. შესაბამისად, ჩვენი ამჟამინდელი პრობლემების გათვალისწინებით, შორს მიმავალი გეგმების დაწყობა შეცდომა იქნება. თავდაპირველად უნდა გავიხსენოთ, როგორ უნდა გამარჯვების მიღწევა", - მოჰყავს ლებრონის სიტყვები ESPN-ს.

"დროდადრო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ სტაბილურობა არ გვყოფნის მთელი
48 წუთის განმავლობაში. ცალკეულ მეოთხედებში ვახერხებთ მეტოქის დაჩაგვრას, მაგრამ მასაც არ უჭირს ჩვენი სუსტი მხარეების მოძებნა.

მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ და ყველას გავუმართავთ ბრძოლას, იმის მიუხედავად, როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის შეხვედრა", - დაამატა "კლივლენდის" ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ლებრონი ამჟამად ტრავმირებულია - მან ზურგისა და მუხლის ტრავმების გამო ზედიზედ რვა შეხვედრა გამოტოვა, თუმცა უკვე დაიწყო ვარჯიში და ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ტრამვირებულია აბა დილას შენ ითამაშე?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული