22:59 25-01-2015
შეუძლებელი, მაგრამ ფაქტი - კლეი ტომპსონმა ერთ მეოთხედში 37 ქულა ჩააგდო [VIDEO]
AutoSharing Option
და სწორედ ამ დროს, NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ვიხილეთ. კლეი ტომპსონმა მესამე მეოთხედის მეორე წუთზე საშუალო ტყორცნებით გახსნა თავისი ქულების მონაგარი. და ამის შემდეგ დაიწყო შოუ, რომელიც დიდი ხანი არ დაავიწყდებათ კალათბურთის მოყვარულებს.
ტომპსონი ერთი მეორეს მიყოლებით ზუსტად ასრულებდა შეტევებს - იქნებოდა ეს სამქულიანი, შემობრუნებით სროლა თუ რაიმე სხვა ილეთი. მალე "გოლდენ სტეიტის" სხვა მოთამაშეები მიხვდნენ, რომ უბრალოდ პასი უნდა მიეცათ "მეომრების" მე-11 ნომრისთვის და გვერდზე გამდგარიყვნენ. კლეიმ ისინი არ დააღალატა. ამ მეოთხედში მან ყველა (!) სროლა ჩააგდო, ასეთი კი 13 იყო, მათ შორის, ცხრა სამქულიანი. 12-წუთეულის ბოლოს კი ამას დაემატა ორი ზუსტი საჯარიმო და ტომპსონს 12 წუთში 37 (!!!) ქულა დაუგროვდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია.
თავისი არანორმალური გამოსვლით ტომპსონმა NBA-ის ორი რეკორდი დაამყარა - მეოთხედში შედეგიანობისა და სამქულიანების რაოდენობით. აქამდე, ყველაზე შედეგიანი მეოთხედი "სან ანტონიოს" ლეგენდას ჯორჯ გერვინს ჰქონდა, რომელმაც 12 წუთში 33 ქულა დააგროვა. ხოლო ყველაზე მეტი სამქულიანი ერთ მეოთხედში ჩაგდებული ჰქონდათ მაიკლ რედსა და ჯო ჯონსონს (8).
მესამე მეოთხედი "გოლდენ სტეიტმა" 41:22 მოიგო და ამით გაინაღდა საშინაო არენაზე ზედიზედ მე-18 გამარჯვება. თავად ტომპსონმა, რომელიც მეოთხე მეოთხედში მოედანზე აღარ გამოჩენილა, 52 ქულით დაასრულა მატჩი და ამით გაიმეორა ამ სეზონის რეკორდი, რომელიც მინესოტელ მო უილიამსს ეკუთვნოდა.
24 იანვარი
ფილადელფია-ტორონტო 86:91
კლივლენდი-შარლოტი 129:90
მაიამი-ინდიანა 89:87
ატლანტა-ოკლაჰომა 103:93
ნიუ იორკი-ორლანდო 113:106
დალასი-ჩიკაგო 98:102
მინესოტა-ნიუ ორლეანი 84:92
სან ანტონიო-ლეიკერსი 99:85
დენვერი-ბოსტონი 99:100
ფინიქსი-ჰიუსტონი 111:113
გ. სტეიტი-საკრამენტო 126:101
25 იანვარი
შარლოტი-ნიუ იორკი 76:71
მილუოკი-დეტროიტი 101:86
მემფისი-ფილადელფია 101:83
იუტა-ბრუკლინი 108:73
პორტლენდი-ვაშინგტონი 103:96
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული