კობი ბრაიანტის ცხრა თვე

AutoSharing Option
გაირკვა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის, კობი ბრაიანტის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ვადები.

ოთხშაბათს ლეგენდამ ტრავმირებულ მარჯვენა მხარზე ოპერაცია გადაიტანა და ცხრა თვით გამოვიდა მწყობრიდან. როგორც ექიმები ვარაუდობენ, საუკეთესო შემთხვევაში, კობი მოედანზე 2015-16 წლების სეზონის დასაწყისისთვის დაბრუნდება.

უარეს შემთხვევაში... 36 წლის მცველს ურჩევნია, ამაზე არ იფიქროს. ეჭვგარეშეა, რომ "შავი მამბას" წასვლით მსოფლიოს კალათბურთში მთელი ეპოქა დასრულდება, მაგრამ ბრაიანტი შორს არის ამ პათოსისგან. მას მტკიცედ სჯერა, რომ კარიერის დასრულების დრო არ მოსულა. კალათბურთელის ეს პოზიცია "ლეიკერსის" ოფიციალურ რელიზშიც არის გახმოვანებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული