შეგახსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე გამოცხადდა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები, რომლის მეშვეობითაც შედგა სასტარტო ხუთეულები.
აღმოსავლეთი
სასტარტო
ჯონ უოლი (ვაშინგტონი)
კაილ ლაური (ტორონტო)
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
პაუ გასოლი (ჩიკაგო)
სათადარიგო
ელ ჰორფორდი (ატლანტა)
პოლ მილსეპი (ატლანტა)
ჯეფ ტიგი (ატლანტა)
კრის ბოში (მაიამი)
დუეინ უეიდი (მაიამი)
კაირი ირვინგი (კლივლენდი)
ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო)
დასავლეთი
სასტარტო
სტივენ კარი
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)
ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი)
მარკ გასოლი (მემფისი)
სათადარიგო
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
კლეი ტომპსონი (გ. სტეიტი)
ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი)
ტიმ დანკანი (სან ანტონიო)
კრის პოლი (კლიპერსი)
წინასწარ იყო ცნობილი, რომ კობი ბრაიანტი ვერ ითამაშებს "ოლ სტარზე". მის ადგილს დასავლეთის სასტარტო ხუთეულში ჯეიმს ჰარდენი დაიკავებს, ხოლო რეზერვისტებს შორის გამოთავისუფლებული ადგილი კი "საკრამენტო კინგზის" ცენტრს, დემარკუს კაზინს მისცეს.
დანკანისთვის ეს მატჩი მე-15 იქნება კარიერაში. ამდენივე აქვთ შაკილ ო'ნილსა და კევინ გარნეტს, უფრო მეტი კი მხოლოდ ქარიმ აბდულ-ჯაბარსა (19) და კობი ბრაიანტს (17).
"ატლანტა" 1980 წლის შემდეგ პირველად იქნება წარმოდგენილი "ოლ სტარზე" სამი კალათბურთელით და, შესაძლოა, ეს რიცხვი ოთხამდე ავიდეს, თუ კაილ კორვერი შეცვლის ტრავმირებულ დუეინ უეიდს. თუმცა ატლანტელს ჰყავს კონკურენტები, კევინ ლავისა ("კლივლენდი") და დერიკ როუზის ("ჩიკაგო") სახით.
წელს მწვრთნელებს, როგორც არასდროს, დიდი არჩევანი ჰქონდათ და "ოლ სტარის" მიღმა ბევრი ღირსეული მოთამაშე დარჩა. ყველაზე დიდი სკანდალი კი "პორტლენდის" გამთამაშებლის, დამიენ ლილარდის დაჩაგვრამ გამოიწვია.
მართლაც უცნაურია, როცა "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" ვერ ხვდება კონფერენციის მესამე გუნდის მოთამაშე, რომელიც საშუალოდ მატჩში 21.8 ქულას, 6.2 შედეგიან გადაცემასა და 4.6 მოხსნას აგროვებს. ამ საკითხმა პორტლენდის პოლიციაც კი დააინტერესა და მის ოფიციალურ "ტვიტერზე" დაიწერა, რომ ამ "ძარცვის" გამო სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ (!).
ასევე, სულ ტყუილად იმედოვნებდნენ "ოლ სტარზე" მოხვედრას დუაიტ ჰოვარდი ("ჰიუსტონი"), მაიკ კონლი ("მემფისი") და ზაკ რენდოლფი ("მემფისი").
"ყველა ვარსკვლავის მატჩი" ნიუ იორკში 15 თებერვალს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"