ეს უკანასკნელი კვლავაც დუეინ უეიდისა და ლუოლ დენგის გარეშე თამაშობდა. სამაგიეროდ, კვლავ გაიბრწყინა დებიუტანტმა ჰასან უაიტსაიდმა. ეს ცენტრი კვლავ საუკეთესო იყო ფლორიდელთა რიგებში. სწორედ მან მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე სტუმრების მეორე გაქცევას ჩაუყარა საფუძველი.
პირველ ტაიმში "მაიამის" რეგულარული 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მესამე 12-წუთეულის დასაწყისში ზეწოლა იგრძნო მასპინძელი გუნდისგან. სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ფლორიდელები
ამის შემდეგ "ბოსტონისგან" არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. გუნდი უღიმღამოდ თამაშობდა და "მაიამის" აღარ დასჭირვებია განსაკუთრებული მონდომების ჩვენება. "ჰიტმა" ბოლო შვიდ გასვლით მატჩში მეხუთედ მოიგო.
ბოსტონი-მაიამი 75:83
15:25, 16:19, 28:17, 16:22
ბ: ზელერი (17+6 მოხსნა), ბრედლი (17), ბასი (15+6 მოხსნა).
მ: უაიტსაიდი (20+9 მოხსნა+3 დაფარება), ბოში (18+7 მოხსნა), ტ. ჯონსონი (13+9 მოხსნა).
* * *
დაახლოებით ანალოგიური ხდებოდა ნიუ იორკში. "ნიქსმა" ბოლო შვიდ მატჩში მეხუთედ მოიგო, რაც შესაძლებელი გახდა "ლეიკერსის" აბსოლუტურად საშინელი თამაშის ხარჯზე. კალიფორნიელებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგეს გასვლაზე.
სტუმრებმა ტყორცნების 35.5 პროცენტი გამოიყენეს და მხოლოდ 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. "ნიუ იორკმა" პირველ და მესამე მეოთხედში შექმნა საჭირო ჰანდიკაპი და მეორე მასშტაბური გაქცევის შემდეგ თამაშმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. თუმცა ეს ინტერესი უკვე პირველ მეოთხედში არ არსებობდა, როცა გუნდებმა სუსტი და არასანახაობრივი კალათბურთი აჩვენეს.
მესამე მეოთხედში მასპინძლების უპირატესობა 19 ქულას აღწევდა, მაგრამ მეტოქის რიგებში ეს დიდად არავის ანაღვლებდა. კარმელო ენტონიმ თავისი 31 ქულიდან 18 მესამე მეოთხედში დააგროვა. საინტერესოა, რომ "ნიუ იორკმა" მოიგო ბოლო ორი შეხვედრა, რომლებშიც მელო 30-ზე მეტ ქულას იღებდა. არადა, მანამდე ზედიზედ ექვსი ანალოგიური მატჩი დათმო.
ნიუ იორკი-ლეიკერსი 92:80
32:19, 15:20, 25:18, 20:23
ნ-ი: ენტონი (31+8 მოხსნა), ჰელოუეი (13), ამუნდსონი (6+13 მოხსნა).
ლ: ბუზერი (19+10 მოხხსნა), კლარკსონი (19), ჯონსონი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"