NBA. პლეი ოფი: "ტორონტომ" ისტორია მაინც დაწერა

AutoSharing Option
"ტორონტო რეპტორზმა" თავის ოცწლიან ისტორიაში, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში. წლევანდელ პლეი ოფამდე კანადურ გუნდს არასოდეს ჰქონდა მოგებული სერიის მეშვიდე მატჩი, წელს კი "ინდიანასაც" და "მაიამისაც" სწორედ მეშვიდე შეხვედრის შემდეგ აჯობა.

მაიმელებს ყველაზე მეტად სწორედ გუშინ დაეტყოთ ძირითადი ცენტრის ჰასან უაიტსაიდის არყოფნა. სტუმრებმა პირწმინდად წააგეს ფარქვეშ ბრძოლა და ეს გახდა მათი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. "ტორონტომ" ოცით მეტი მოხსნა (50:30) მიითვალა, ხოლო შეტევაში მოხსნების შეფარდება იყო - 20:7.

მიუხე
დავად ამისა, პირველი სამი მეოთხედი "მაიამი" ახერხებდა ბრძოლას და შორს არ უშვებდა მეტოქეს. მაგრამ, ბოლო მეოთხედის სტარტზე 16:4 გაქცევისა და ამ 12-წუთეულში მხოლოდ 11 ქულის გაშვების წყალობით, "ტორონტომ" თავიდან აიცილა ზედმეტი გართულებები და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, რითაც აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდთან" თამაშის პატივი დაიმსახურა.

ფარქვეშ კარგი თამაშის გარდა, "რეპტორზის" გამარჯვების კიდევ ერთი მიზეზი შეტევაში ბრწყინვალე მოქმედება იყო. "ტორონტომ" პლეი ოფის მატჩებისთვის შედეგიანობის საკლუბო რეკორდი დაამყარა. ჯამური 116 ქულიდან 63 კაილ ლოურისა და დემარ დეროზანს ეკუთვნით. მათგან განსხვავებით, მოკრძალებული იყო დუეინ უეიდისა და გორან დრაგიჩის მონაგარი - ერთად 32 ქულა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სერიის ყველა მატჩს იგებდა ის გუნდი, რომლის უკანა ხაზიც მეტოქისაზე შედეგიანი იყო, უეიდისა და დრაგიჩის ამგვარი მონაგარი "ჰიტის" განაჩენს უდრიდა.

ტორონტო-მაიამი 116:89
25:24, 28:23, 33:31, 30:11
ტ: ლოური (35+9 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), დეროზანი (28+8 მოხსნა), ბიიომბო (17+16 მოხსნა+2 დაფარება), კეროლი (14+5 მოხსნა), პატერსონი (11+11 მოხსნა+2 დაფარება), როსი (8), ნოგეირა (2), ჯოზეფი (1+3 პასი).
მ: დრაგიჩი (16+7 პასი+6 მოხსნა), უეიდი (16+3 პასი), უინსლოუ (14+8 მოხსნა+2 დაფარება), ჯონსონი (13), დენგი (12+3 დაფარება), მაკრობერტსი (10), რიჩარდსონი (3+2 დაფარება), ჯონსონი (3), რაიტი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.9/44.4), სამქულიანები (45/28), საჯარიმოები (67.4/78.3).
სერია: 4-3

კლივლენდი-ტორონტო
17 მაისი. კლივლენდი-ტორონტო
19 მაისი. კლივლენდი-ტორონტო
21 მაისი. ტორონტო-კლივლენდი
23 მაისი. ტორონტო-კლივლენდი
25 მაისი. კლივლენდი-ტორონტო
27 მაისი. ტორონტო-კლივლენდი
29 მაისი. კლივლენდი-ტორონტო

თაუნსი საუკეთესო დებიუტანტია
სულ მალე გამოცხადდება NBA-ის 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი, თუმცა პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გასული რეგულარულის საუკეთესო ახალბედად 2015 წლის დრაფტის პირველი ნომერი, "მინესოტას" ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი დასახელდება.

მან რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 18.3 ქულა, 10.4 ქულა, 2.0 შედეგიანი პასი და 1.7 დაფარება დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული