მეჯიქ ჯონსონი კობისა და "ლეიკერსზე"

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდა მეჯიქ ჯონსონი კიდევ ერთხელ გამოვიდა კრიტიკით ჯიმ ბასის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია კალიფორნიულ კლუბში საკალათბურთო ოპერაციებზე.

ჯონსონის აზრით, წლევანდელი ზაფხული განმსაზღვრელი უნდა გახდეს ბასისთვის და მთლიანად გუნდისთვის. ლეგენდას სჯეროდა, რომ "ლეიკერსის" ხელმძღვანელზე შეიძლება გავლენა იქონიოს კლუბის 36 წლის ლიდერმა კობი ბრაიანტმა.

"ჯიმი ცდილობს დაუმტკიცოს საკუთარ თავსა და ყველა დანარჩენს ის, რომ მამამისმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კლუბის მმართველობა მას გადააბარა. მას საერთოდ არ აქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ და ჩემპიონატი მოაგებინონ.

ყველაფერი იქითკენ
მიდის, რომ "ლეიკერსი" კარგ არჩევანს მიიღებს დრაფტზე. თუ ისინი შეძლებენ, პროდუქტიულად იმუშაონ თავისუფალი აგენტების ბაზარზე, მაშინ ჩვენი გუნდი საუკეთესოთა შორის დაბრუნდება; მაგრამ თუ კლუბი არ გამოიყენებს მომავალ ზაფხულს გასაძლიერებლად, ჩვენთვის ყველაფერი დამთავრებული იქნება.

გულწრფელად მიმაჩნია, რომ კობიმ უნდა უთხრას ჯიმ ბასსა და სხვებს: "მომისმინეთ, თუ თქვენ ზაფხულში არ გაიფორმებთ სასურველ მოთამაშეებს, უბრალოდ, არ ვითამაშებ მომდევნო სეზონში".

უნდა დაასრულოს თუ არა ბრაიანტმა კარიერა იმ შემთხვევაში, თუ "ლეიკერსი" არ გაიფორმებს ძლიერ თავისუფალ აგენტებს? სავარაუდოდ, უნდა დაასრულოს, რადგან გუნდის დონე არ შეიცვლება და შესაბამისად, არ იქნება შედეგები. მან უნდა შეუტიოს ჯიმს და წასვლით დაემუქროს მას", - ამბობს ჯონსონი ESPN Los Angeles-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯონსონი ჯიგარია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული