მისი კანდიდატური წარმოადგინა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა, რომელიც პროფკავშირების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. პოლის არჩევანი იმით იყო განპირობებული, რომ NBA-ის ერთ-ერთმა უპირველესმა ვარსკვლავმა არაერთხელ გამოხატა სურვილი - უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბების მფლობელებთან მოლაპარაკებებში, რომელიც ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეხება.
მოქმედი კოლექტიური ხელშეკრულება 2012 წლის ზამთარში გაფორმდა და შესაძლებელია მისი გაუქმება 2017 წელს ორივე მხარის ინიციატივით. მოვლენათა ამგვარი
* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა "ყველა ვარსკვლავის უქმეების" რანგში ტრადიციული პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელსაც 1800 ჟურნალისტი ესწრებოდა. გამოსვლის დროს სილვერი შეეხო NBA-ში სავარაუდო ცვლილებებს. კერძოდ, დიდი ყურადღება დაეთმო მატჩების განრიგს.
კომისრის აზრით, აუცილებელია მოთამაშეებზე დატვირთვის შემცირება კალენდრის ოპტიმიზაციისა და მისი "გაწელვის" ხარჯზე. ეს შესაძლებელი გახდება წინასასეზონო მატჩების შემცირებით, რომელთა ღირებულება წინა წლებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.
აგრეთვე NBA-ში ფიქრობენ პლეი ოფის სისტემის სრულყოფაზე, რათა დაბალანსებული იყოს ძალები დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არსებობს, რადგან არის გუნდების გადაადგილების გართულების რისკი.
* * *
NBA-მ გამოაქვეყნა ფინალისტების სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ დიდების დარბაზში მოხვედრაზე. სიაში არიან მოთამაშეები, მწვრთნელები და ერთი არბიტრი - დირკ ბავეტი, რომელსაც 39-წლიანი მუშაობის სტაჟი გააჩნია.
ასევე კანდიდატებს შორის არიან სასკოლო მწვრთნელები - ლეტა ენდრიუსი და რობერტ ჰიუზი, "ბოსტონის" ყოფილი დამრიგებელი ბილ ფიტსი, სტუდენტური კალათბურთის მწვრთნელები ჯონ კალიპარი და ბო რაიანი, NBA-ის ოთხგზის საუკეთესო დამცველი დიკემბე მუტომბო, აგრეთვე "ყველა ვარსკვლავის მატჩის" არაერთგზის მონაწილეები - სპენსერ ჰეივუდი, კევინ ჯონსონი, ჯო ჯო უაიტი და ტიმ ჰარდუეი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"