NBA: სნუპ დოგი უესტბრუკს კალიფორნიაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
- 36 წლის ვეტერანმა ჯერმენი ო'ნილმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, გადაიფიქრა კარიერის გაგრძელება. როგორც ცენტრმა განაცხადა, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გააცნობიერა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია ძველ დონეზე გასვლა, ამიტომაც ვერ ხედავს ამ სეზონში მოედანზე დაბრუნების აზრს.

- "პორტლენდი" დაინტერესებულია "ნაგეტსის" ფორვარდის, უილსონ ჩენდლერის გაფორმებით. "ბლეიზერსი" ტრანსფერის განხორციელებას დედლაინამდე აპირებს.

- "შარლოტის" ბოსები კვლავაც ცდილობენ, თავიდან მოიშორონ მცველი ლენს სტივენსონი. "ჰორნეტსი" ღიაა ნებისმიერი წინადადებისთვის და მზად არის, გაცვალოს 24 წლის მოთამაშე. შეგახსენებთ, რომ თავად სტივენსონმა არაერთხელ გამოთქვა "ბრუკლინში" გადასვლის სურვილი.

- "ტორონტოს" ხელმძღვანელობა მზად არის, განიხილოს ტერენს როსის გაცვლის ვარიანტები. "რეპტორზს" დიდი ხანია სურს გააძლიეროს მძიმე ფორვარდის პოზიცია. ამიტომაც მზად არის, გარიგებაში ჩართოს 24 წლის მცველი, რომელმაც ბოლო დროს დაკარგა ადგილი კანადური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში.

- "ბოსტონმა" გადაწყვიტა, შეწყვიტოს თანამშრომლობა ფორვარდ ტაიშონ პრინსთან. კლუბი გამოისყიდის 34 წლის კალათბურთელის კონტრაქტს იმ შემთხვევაში, თუ დედლაინამდე ვერ შეძლებს მის გაცვლას.

- "მილუოკის" ხელმძღვანელობამ დაიწყო მოლაპარაკებები ცენტრ ლარი სანდერსთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შესახებ. როგორც იცით, ადრე კალათბურთელი ათი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული მარიხუანას გამოყენებისთვის და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

- სახელგანთქმულმა რეპერმა სნუპ დოგმა, რომელიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" თავგადაკლული ფანია, "ოკლაჰომა-სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, რასელ უესტბრუკს ლოს ანჯელესში დაბრუნებისკენ და კალიფორნიულ გრანდში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული