NBA: ლუოლ დენგი კლუბს შეიცვლის

AutoSharing Option
- "დეტროიტმა" და "ბრუკლინმა" მოლაპარაკებები დაიწყეს გამოცდილი მცველის ჯო ჯონსონის გაცვლასთან დაკავშირებით. "პისტონზი" მზად არის 33 წლის კალათბურთელის სანაცვლოდ გამთამაშებელი ბრენდონ ჯენინგსი დათმოს.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობა აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას "ბოსტონის" 34 წლის ფორვარდით ტაიშონ პრინსით. კალიფორნიელებს იმედი აქვთ, რომ გაიფორმებენ ვეტერანს მას შემდეგ, რაც ის "სელტიქსს" კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკება.

- "საკრამენტო კინგზი" "ფინიქსის" გამთამაშებლის გორან დრაგიჩის გადაბირებით არის დაინტერესებული. ადრე ამერიკულ პრესაში წერდნენ იმის შესახებ, რომ "სანზი" მზად არის განიხილოს სლოვენიელის გაცვლის ვარიანტები. დრაგიჩის სანაცვლოდ "კინგზი" ნიკ სტაუსკასისა
და ჯეისონ ტომპსონის დათმობას აპირებს.

- "იუტა ჯაზი" გეგმავს შემადგენლობაში თურქი ცენტრის ენეს კარტერის შენარჩუნებას, რომელმაც ადრე კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. "იუტას" ბოსები ძველებურად დაინტერესებული არიან 22 წლის მოთამაშით და ცდილობენ ყველანაირი უთანხმოება მოაგვარონ.

- საბუკმეიკერო კანტორების აზრით, 2014-15 წლების სეზონში ტიტულზე მთავარი პრეტენდენტია დასავლეთი კონფერენციის ლიდერი "გოლდენ სტეიტი". "უორიორზის" ჩემპიონობაზე კოეფიციენტია - 2.4. შემდეგ მოდიან: "კლივლენდი" - 3.0, "სან ანტონიო" - 6.5 და "ატლანტა" - 7.0.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" განიხილავს "ფინიქსის" ცენტრთან მაილზ პლამლისთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას. 26 წლის კალათბურთელის გადაბირებაში კალიფორნიელთა მთავარი კონკურენტია "ნიუ იორკ ნიქსი".

- "დენვერმა" უარი თქვა თავისი ერთ-ერთი ლიდერის - ტაი ლოუსონის გაცვლის ვარიანტზე. ადრე იტყობინებოდნენ, რომ "ნაგეტსი" დედლაინამდე აპირებდა გამთამაშებლის გაშვებას, ხოლო კალათბურთელზე მთავარ პრეტენდენტად "ბოსტონი" სახელდებოდა.

- და დღის მთავარი ჭორი: როგორც Basketballinsiders-ის წყარო ამტკიცებს, მალე "მაიამი ჰიტის" გამოცდილი ფორვარდი ლუოლ დენგი კლუბს შეიცვლის. ფლორიდული კლუბი დედლაინამდე აპირებს ბრიტანელის თავიდან მოშორებას, რადგან კალათბურთელს სულ უფრო უჭირს ძველი დონის ჩვენება.

დენგის გარდა, გაცვლა, შესაძლოა, შეეხოს გამთამაშებელ ნორის კოულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული