კობი ბრაიანტი კალათბურთიდან წასვლაზე არ ფიქრობს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ, კობი ბრაიანტმა უარყო ჭორები უახლოეს დროში პენსიაში გასვლის შესახებ.

"არ არის მართალი, თითქოს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დამთავრებას ვაპირებ და არ ვგეგმავ საკუთარი ბოლო სეზონისგან გამოსათხოვარი ტურნეს მოწყობას, როგორც ეს დერეკ ფიშერის შემთხვევაში იყო. ეს უსამართლობა იქნებოდა იმ ყველაფრის მიმართ, რაც აქამდე მიკეთებია", - განაცხადა მწვრთნელმა.

ასე რომ, ბრაიანტი გეგმავს კიდევ ერთი კონტრაქტის გაფორმებას - 36 წლის მცველის მიმდინარე ხელშეკრულება (ორწლიანი და 48-მილიონიანი) მომავალი წლის ბოლოს იწურება.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტმა ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი
მხრის ტრავმის გამო. NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი მწყობრში სექტემბრისთვის უნდა ჩადგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული