"ატლანტას" გაუმართლა იმ მხრივ, რომ "ჰიუსტონს" დისკვალიფიკაციის გამო აკლდა თავისი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი. მიუხედავად ამისა, "რაკეტებმა" ორჯერ მატჩის მსვლელობისას სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: 18 ქულა მეორე მეოთხედში და 15 - მეოთხეში. მაგრამ თავიანთი ლიდერის გარეშე სტუმრებმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც
მაკჰეილის შეგირდებს მაინც ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უხეში შეცდომა დაუშვა კორი ბრიუერმა. "როკეტსის" მცველმა სწორად ვერ გაიგო მწვრთნელის ბრძანება და მეტოქეზე შეგნებული ჯარიმა აიღო. სათამაშო რჩებოდა 33 წამი და "ატლანტა" ოთხი ქულით იყო წინ. ტიგმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და "ჰიუსტონისთვის" ექვსქულიანი სხვაობის გაბათილება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მაშ ასე, "ატლანტა" პლეი ოფის მონაწილე პირველი გუნდია, ხოლო შემდეგი ასეთი გუნდის ლოდინი კიდევ დიდხანს მოგვიწევს, რადგან აღმოსავლეთში "ტორონტო", "ჩიკაგო" და "კლივლენდი" უიმედოდ აგებენ "ატლანტასთან - 10 მოგებით ნაკლები აქვთ. რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქ კონკურენცია გაცილებით მაღალია და ლიდერის უპირატესობა მეცხრე გუნდთან გაცილებით ნაკლებია.
ატლანტა-ჰიუსტონი 104:96
22:31, 23:28, 27:22, 32:15
ა: ტიგი (25+6 პასი), ჰორფორდი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), მილსეპი (16+14 მოხსნა), შრედერი (16+8 პასი), კეროლი (11+5 მოხსნა).
ჰ: ტერი (21), ჯონსი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), მოტეიუნასი (14+8 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (14+7 მოხსნა).
შარლოტი-ლეიკერსი 104:103
27:30, 23:20, 24:20, 30:33
შ: ჯეფერსონი (21+16 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰენდერსონი (21+5 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (20+13 პასი), კიდ-გილკრისტი (12+6 მოხსნა), ზელერი (10+11 მოხსნა).
ლ: ლინი (23+8 პასი+6 მოხსნა), კლარკსონი (19), ბუზერი (15+11 მოხსნა), ჰილი (10+6 მოხსნა), ჯონსონი (10+5 მოხსნა).
კლივლენდი-ბოსტონი 110:79
29:16, 32:20, 34:17, 15:26
კ: ჯეიმსი (27+5 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (18+5 პასი), ლავი (12+8 მოხსნა), სმიტი (12), ტომპსონი (10+7 მოხსნა), ჯონსი (10+6 მოხსნა).
ბ: ბასი (15+5 მოხსნა), ტომასი (11).
ნიუ იორკი-საკრამენტო 86:124
19:35, 20:30, 29:35, 18:24
ნ-ი: შვედი (15+7 მოხსნა), ლარკინი (13+6 პასი), სმიტი (13+3 დაფარება).
ს: გეი (25+7 მოხსნა), კაზინსი (22+10 მოხსნა), მაკლემორი (20), უილიამსი (17), სტაუსკასი (15), კასპი (14).
ჩიკაგო-ვაშინგტონი 97:92
24:22, 27:22, 23:23, 23:25
ჩ: მიროტიჩი (23+8 მოხსნა), ბრუქსი (22+8 პასი), პ. გასოლი (20+10 მოხსნა), ნოა (14+12 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), სნელი (11).
ვ: უოლი (21+11 პასი), პირსი (16), ბილი (13), გორტატი (12+12 მოხსნა), პორტერი (11+5 მოხსნა).
მემფისი-იუტა 82:93
20:19, 18:18, 23:27, 21:29
მ: ლი (18+5 მოხსნა), მ. გასოლი (17+8 მოხსნა), ადამსი (13), კონლი (11), კუფოსი (6+10 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (21+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ფეივორსი (21+6 მოხსნა+3 დაფარება), გობერი (15+24 მოხსნა), ჰუდი (13).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"