NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონმა მაიამიში მეორედ წააგო

AutoSharing Option
"კლივლენდის" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა ლებრონ ჯეიმსი გუნდთან ერთად ფლორიდაში გაემგზავრა "მაიამის" წინააღმდეგ სათამაშოდ - კვირას მიღებული მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

თუმცა "კავალიერზი" მაინც არასრული შემადგენლობით ეახლა "ჰიტს": დევიდ ბლატმა ზედიზედ მეორე მატჩში დასვენების საშუალება მისცა კევინ ლავს.

საბოლოოდ, ლებრონ ჯეიმსის მეორე დაბრუნება "მაიამის" მოედანზე ისეთივე წარუმატებელი აღმოჩნდა, როგორიც პირველი. შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს "კავალიერზმა" წააგო, ჯეიმსის 30 ქულის მიუხედავად.

ლებრონმა ყოფილ გუნდთან მეორე მარცხი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. "მეფემ" კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დიდი ხნით გაუფუჭდა მიზანი. თუმცა
მისი პარტნიორები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პირველი მეოთხედი "მაიამიმ" მხოლოდ ხუთი ქულით მოიგო.

სამაგიეროდ, მეორე 12-წუთეული "კავალიერზისთვის" ნამდვილ კოშმარად იქცა. ჯეიმსი აცილებდა და შეცდომებს უშვებდა, ამ დროს კი დუეინ უეიდმა ახალგაზრდობა გაიხსენა და მეტოქის დაცვას აწიოკებდა. ლებრონის ყოფილმა თანაგუნდელმა მეოთხედში 16 ქულა დააგროვა და დიდი შესვენებისთვის "ჰიტის" უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია.

და იმის მიუხედავად, რომ ბლატმა ბოლომდე დატოვა მოედანზე თავისი ლიდერები, "კლივლენდი" 12 ქულაზე ახლოს ვერ მივიდა მეტოქესთან, "მაიამის" მაქსიმალური უპირატესობა კი 25 ქულამდე ადიოდა. ამ მოგებით ფლორიდელებმა "ბოსტონს" გაუსწრეს და პლეი ოფის ზონაში დაბრუნდნენ.

ინდიანა-ტორონტო 98:117
24:29, 30:29, 27:30, 17:29
ი: ჰილი (23), სტაკი (20), ჰიბერტი (17+7 მოხსნა), მაილზი (12), ს. ჰილი (11).
ტ: უილიამსი (24), დეროზანი (22), ლაური (20+11 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (14+12 მოხსნა), ჯონსონი (11+9 მოხსნა).

ვაშინგტონი-პორტლენდი 105:97
27:20, 33:20, 21:34, 24:23
ვ: ბილი (23+7 პასი), უოლი (21+9 მოხსნა+11 პასი), გორტატი (16+9 მოხსნა), პირსი (16), ნენე (12+7 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (24+12 მოხსნა), აფლალო (15), ლილარდი (14+9 პასი), ბატუმი (12+15 მოხსნა+5 პასი), კამანი (12).

ბოსტონი-ფილადელფია 108:89
38:18, 19:16, 32:34, 19:21
ბ: ზელერი (26), ბრედლი (20+10 მოხსნა+6 პასი), ბასი (12), სმარტი (11), ტერნერი (10+5 პასი), კრაუდერი (10), დატსმე (10+3 დაფარება).
ფ: ნოელი (18+7 მოხსნა), ი. სმიტი (16), ტომპსონი (13), კენანი (11), მბა ა მუტე (10).

მემფისი-დენვერი 92:81
24:18, 23:19, 18:26, 27:18
მ: რენდოლფი (21+16 მოხსნა), ალენი (14+9 მოხსნა), მ. გასოლი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), კალატესი (12).
დ: ნელსონი (24), ფოიე (16+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (13+8 მოხსნა).

მინესოტა-ბრუკლინი 106:122
29:33, 26:34, 24:31, 27:24
მ: მარტინი (23+6 პასი), ლავინი (20), ბადინგერი (18), ჰემილტონი (15), უიგინსი (13), დიონგი (11+4 დაფარება).
ბ: ჯონსონი (22), ბოგდანოვიჩი (21), ტ. იანგი (19), ლოპესი (16+8 მოხსნა), ჯეკი (16+5 პასი).

მაიამი-კლივლენდი 106:92
27:22, 29:16, 27:25, 23:29
მ: უეიდი (32+5 ჩაჭრა), დრაგიჩი (20+9 პასი), უაიტსაიდი (16+11 მოხსნა+3 დაფარება), ჩელმერსი (16), დენგი (11+7 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (26), ირვინგი (21+6 პასი).

დალასი-ოკლაჰომა 119:115
27:29, 26:34, 39:29, 27:23
დ: პარსონსი (31), ელისი (24+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (22), რონდო (11+13 პასი), ვილანუევა (10), სტაუდმაიერი (10).
ო: უესტბრუკი (24+8 მოხსნა+12 პასი+4 ჩაჭრა), კანტერი (19+13 მოხსნა), ადამსი (15+8 მოხსნა), უეიტერსი (15), მოროუ (13), მაკგერი (12+13 მოხსნა).

იუტა-შარლოტი 94:66
30:16, 31:14, 24:16, 9:20
ი: ჰუდი (24), ჰეივორდი (18), ეკზამი (11), ფეივორსი (10+7 მოხსნა), გობერი (9+22 მოხსნა).
შ: სტივენსონი (17), ჯეფერსონი (10+7 მოხსნა).

საკრამენტო-ატლანტა 103:110
29:28, 18:26, 29:28, 27:28
ს: კაზინსი (20+13 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ტომპსონი (18), მილერი (16+7 პასი), კასპი (16), მაკლემორი (11), მაკალუმი (10).
ა: ტიგი (23+6 პასი), მილსეპი (19+10 მოხსნა), კეროლი (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაკი (14), ბეიზმორი (11+3 ჩაჭრა), შრედერი (10+6 პასი).

გ. სტეიტი-ლეიკერსი 108:105
30:30, 28:24, 24:24, 26:27
გ-ს: ტომპსონი (26), კარი (19+9 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (16+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჰ. ბარნსი (11).
ლ: კლარკსონი (17), ელინგტონი (17), ჯონსონი (16), ჰილი (15+12 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ლინი (15), ბუზერი (10+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული