NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტიმ დანკანის სერიოზული მიღწევა

AutoSharing Option
- "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი აიზია ტომასი გამოტოვებს თავისი გუნდის უახლოეს შეხვედრებს ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სავარაუდოდ, მცველი "ბრუკლინთან" მატჩისთვის მომჯობინდება, რომელიც მომავალ სამშაბათს უნდა გაიმართოს.

- როგორც "ჩიკაგო ბულზის" მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო ამბობს, მუხლის ოპერაციის შემდეგ გამთამაშებელ დერიკ როუზის აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წინასწარ დადგენილ გრაფიკსაც კი უსწრებს. ამ დღეებში კალათბურთელმა "ბულზის" მეცადინეობაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკონტაქტო ვარჯიშებს ასრულებდა.

- "ტორონტო რეპტორზის" ლიდერმა კაილი ლაურიმ ვერ შეძლო "მინესოტასთან" გუშინდელი მატჩის დასრულება ზურგის ტრავმის გამო. გამთამაშებელმა დაზიანება მესამე მეოთხედის
მსვლელობისას მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ტრავმის ხარისხის შესახებ ჯერ არაფერს იტყობინებიან.

- სერიოზული მიღწევის ავტორი გახდა "სან ანტონიო სპურსის" ვეტერანი ტიმ დანკანი. 38 წლის ცენტრი "მილუოკისთან" მატჩისას მე-12 კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც კარიერაში 10 ათასი ზუსტი ტყორცნა დაუგროვდა.

- ფორვარდმა ელ ჰარინგტონმა პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა: "შემიძლია ვიამაყო იმით, თუ როგორ წარიმართა ჩემი კარიერა. იმედია, კალათბურთში ცხოვრების ბოლომდე დავრჩები", - განაცხადა 35 წლის ვეტერანმა.

ჰარინგტონმა NBA-ში 16 სეზონი გაატარა და "ინდიანას", "გოლდენ სტეიტის", "ატლანტას", "ნიუ იორკის", "დენვერის", "ორლანდოსა" და "ვაშინგტონის" შემადგენლობაში თამაშობდა. ფორვარდის ბოლო კლუბი ჩინური "ფუძიანი" იყო.

- "დეტროიტის" გამთამაშებელმა რეჯი ჯექსონმა "ფილადელფიასთან" გუშინდელ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. კალათბურთელმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და 11 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.

ასევე სამმაგი დუბლი ჰქონდა "ორლანდოს" გამთამაშებელ ელფრიდ პეიტონს. "დალასის" წინააღმდეგ მის ანგარიშზე 15 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა იყო.

კლივლენდი-ბრუკლინი 117:92
23:26, 36:21, 35:26, 23:19
კ: მოზგოვი (17), სმიტი (17), ჯეიმსი (16+7 პასი), ირვინგი (12+10 პასი), ლავი (10+11 მოხსნა), ტომპსონი (10), შამპერტი (10).
ბ: უილიამსი (20+6 პასი), ბოგდანოვიჩი (12), ჯეკი (11), ლოპესი (10+8 მოხსნა+5 პასი), ბრაუნი (10+5 პასი+3 ჩაჭრა), პლამლი (10).

ფილადელფია-დეტროიტი 94:83
24:21, 25:18, 19:26, 26:18
ფ: სმიტი (15+8 პასი+3 ჩაჭრა), რიჩარდსონი (14), რობინსონი (12+3 დაფარება), ნოელი (11+3 დაფარება), გრანტი (10).
დ: კოლდუელ-პოუპი (20+8 მოხსნა), ჯექსონი (11+11 მოხსნა+10 პასი), დრამონდი (9+14 მოხსნა).

მაიამი-პორტლენდი 108:104
27:32, 21:25, 31:24, 29:23
მ: უეიდი (32+6 პასი), დენგი (24), დრაგიჩი (20+11 პასი), უაიტსაიდი (12+10 მოხსნა+6 დაფარება).
პ: ოლდრიჯი (34+12 მოხსნა), ლილარდი (17), აფლალო (15), კამანი (9+13 მოხსნა).

ტორონტო-მინესოტა 105:100
31:32, 23:22, 28:21, 23:25
ტ: დეროზანი (21+7 მოხსნა), ვალანჩუნასი (15+15 მოხსნა), როსი (15), პატერსონი (14), ვასკესი (11+5 პასი).
მ: მარტინი (37+7 მოხსნა), ბადინგერი (19+8 მოხსნა), უიგინსი (15).

ჩიკაგო-ინდიანა 103:86
24:22, 27:19, 25:27, 27:18
ჩ: მიროტიჩი (25+9 მოხსნა), დანლივი (21), გასოლი (19+12 მოხსნა), სნელი (14+8 მოხსნა), ბრუქსი (13), ნოა (6+14 მოხსნა+7 პასი).
ი: ს. ჰილი (13), ჰიბერტი (12), სტაკი (11), სკოლა (10+7 მოხსნა), მაილზი (10), ჯ. ჰილი (10).

ოკლაჰომა-ბოსტონი 122:118
28:24, 25:33, 40:24, 29:37
ო: უესტბრუკი (36+10 პასი+5 ჩაჭრა), კანტერი (22+10 მოხსნა), მოროუ (20), ადამსი (14+13 მოხსნა), ოგასტინი (10).
ბ: სმარტი (25+9 მოხსნა+5 პასი), ოლინიკი (20), ბასი (20), ბრედლი (13), ზელერი (12), კრაუდერი (11+9 მოხსნა+5 პასი), ტერნერი (8+10 პასი+5 ჩაჭრა).

დალასი-ორლანდო 107:102
31:23, 34:25, 21:22, 21:32
დ: ნოვიცკი (25+8 მოხსნა), ელისი (21), ჰარისი (12+5 პასი), ვილანუევა (10), რონდო (9+11 პასი).
ო: ოლადიპო (19+6 პასი), ჰარკლესი (18+4 ჩაჭრა), პეიტონი (15+12 პასი+10 მოხსნა), ვუჩევიჩი (12+9 მოხსნა), ფრაი (11).

საკრამენტო-კლიპერსი 105:116
24:28, 25:23, 24:29, 32:36
ს: გეი (23+3 ჩაჭრა), მილერი (16), სტაუსკასი (13), ტომპსონი (12+8 მოხსნა), უილიამსი (11), ევანსი (8+11 მოხსნა).
კ: პოლი (30+11 პასი), რედიკი (27), გრიფინი (19+10 მოხსნა+5 პასი), თურქოგლუ (19), ჯორდანი (6+15 მოხსნა).

გ. სტეიტი-ატლანტა 114:95
28:24, 31:23, 24:17, 31:31
გ-ს: ბარნსი (25), იგუოდალა (21+6 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (18+7 მოხსნა), კარი (16+12 პასი), ბარბოზა (13), ბოგუტი (0+14 მოხსნა+3 დაფარება).
ა: კეროლი (16+12 მოხსნა), მილსეპი (16+9 მოხსნა), ტიგი (12+3 ჩაჭრა), მეკი (10+5 პასი+3 ჩაჭრა).

იუტა-ვაშინგტონი 84:88
21:26, 19:16, 21:25, 23:21
ი: ჰეივორდი (26), ფეივორსი (16+9 მოხსნა+3 დაფარება), ბერნი (14+6 პასი), გობერი (9+14 მოხსნა).
ვ: უოლი (24+9 მოხსნა+6 პასი), პირსი (18).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. x-ატლანტა 68 53 15 77.9
2. კლივლენდი 70 44 26 62.9
3. ტორონტო 68 41 27 60.3
4. ჩიკაგო 69 41 28 59.4
5. ვაშინგტონი 68 40 28 58.8
6. მილუოკი 68 34 34 50.0
7. მაიამი 67 31 36 46.3
8. ბოსტონი 67 30 37 44.8
9. ინდიანა 67 30 37 44.8
10. შარლოტი 66 29 37 43.9
11. ბრუკლინი 66 27 39 40.9
12. დეტროიტი 68 24 44 35.3
13. ორლანდო 70 21 49 30.0
14. ფილადელფია 68 16 52 23.5
15. ნიუ იორკი 67 14 53 20.9

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 67 54 13 80.6
2. მემფისი 68 47 21 69.1
3. ჰიუსტონი 67 45 22 67.2
4. პორტლენდი 66 44 22 66.7
5. კლიპერსი 69 44 25 63.8
6. დალასი 69 44 25 63.8
7. სან ანტონიო 67 42 25 62.7
8. ოკლაჰომა 68 38 30 55.9
9. ნ. ორლეანი 67 37 30 55.2
10. ფინიქსი 68 35 33 51.5
11. იუტა 67 30 37 44.8
12. დენვერი 68 26 42 38.2
13. საკრამენტო 67 22 45 32.8
14. ლეიკერსი 66 17 49 25.8
15. მინესოტა 67 14 53 20.9

ქულები
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 27.6
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.7
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.8
ენტონი დევისი (ნ-ორ) 24.6
დემარკუს კაზინსი (საკ) 23.7
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.5
სტივენ კარი (გ-სტ) 23.4
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 22.2
კაირი ირვინგი (კლივ) 22.0
კლეი ტომპსონი (გ-სტ) 21.9

მოხსნები
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 14.7
ანდრე დრამონდი (დეტ) 13.3
პაუ გასოლი (ჩიკ) 12.0
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 11.4
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.2
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 10.5
გრეგ მონრო (დეტ) 10.4
კევინ ლავი (კლივ) 10.2
ომერ აშიქი (ნ-ორ) 10.0
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 9.4

პასები
კრის პოლი (კლი) 10.0
ჯონ უოლი (ვაშ) 10.0
ტაი ლოუსონი (დენ) 9.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.4
რაჟონ რონდო (დალ) 8.2
სტივენ კარი (გ-სტ) 7.9
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.4
ჯეფ ტიგი (ატლ) 7.1
მ. კარტერ-უილიამსი (მილ) 7.0
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 7.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული