- "ატლანტას" მცველი ტაბო სეფოლოშა ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან ფეხის ტრავმის შემდეგ, რომელიც იანვარის ბოლოს "პორტლენდის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო. სავარაუდოდ, 30 წლის კალათბურთელი ამ თვის ბოლოს განაახლებს თამაშს.
- "მილუოკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის ტრავმირებული ჯარედ დადლისა და ო ჯეი მაიოს დაბრუნების ზუსტი თარიღი. შეგახსენებთ, რომ მაიო მუხლის ტრავმის შემდეგ გადის რეაბილიტაციას, დადლის კი ზურგთან
- "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი დუბლი შეასრულა - უკვე მეცხრე მიმდინარე სეზონში. "თანდერის" ლიდერმა "ჰოქსის" წინააღმდეგ 44 წუთი ითამაშა და 36 ქულა, 10 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი დააგროვა.
- "ინდიანას" დამარცხების (95:92) შემდეგ "კლივლენდმა" გაინაღდა პლეი ოფში თამაში. "კავალიერზი" ბოლოს პლეი ოფში 2009-10 წლების სეზონში გავიდა, რის შემდეგაც ლებრონ ჯეიმსი "მაიმიში" გადავიდა სათამაშოდ.
- "ფილადელფია სიქსერზის" ლეგენდას ალენ აივერსონს მშობლიურ კლუბში სამუშაოს მიღება სურს, თუმცა არ დაუზუსტებია - რა თანამდებობის დაკავებაზე აქვს პრეტენზია. "აუცილებელი არ არის მათ ისე იმოქმედონ, როგორც მე ვიტყვი", - განაცხადა აივერსონმა, რომელსაც "სიქსერზის" რიგებში ათ წელზე მეტი აქვს გატარებული.
- "ოკლაჰომას" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე სერჟ იბაკა მოედანზე სამ-ოთხ კვირაში დაბრუნებას იმედოვნებს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფორვარდმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. მიმდინარე სეზონში ესპანეთის ნაკრების კალათბურთელმა 64 მატჩი ჩაატარა და 14.3 ქულა, 7.8 მოხსნა და 2.4 დაფარება დააგროვა.
- "პორტლენდის" ფორვარდებმა ნიკოლა ბატუმმა და ლამარკუს ორდრიჯმა დაზიანებები მიიღეს "მემფისთან" გუშინდელ მატჩში. მეორე ტაიმში "ბლეიზერსი" უკვე ამ კალათბურთელების გარეშე თამაშობდა. ტრავმების ხარისხის შესახებ სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. უფრო ადრე "პორტლენდმა" ტრავმების გამო უესლი მეტიუზი და კრის კამანი დაკარგა.
- როგორც "ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ განაცხადა, მცველმა ჯიმი ბატლერმა თითქმის მოირჩინა იდაყვის ტრავმა და უახლოეს დღეებში დაბრუნდება მოედანზე. ბატლერმა "ბულზის" ბოლო 11 მატჩი გამოტოვა.
- "ფინიქსის" გამთამაშებელმა ერიკ ბლედსოუმ "ჰიუსტონთან" გუშინდელ მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდი განაახლა. 24 წლის კალათბურთელი 34 ქულით და 8 მოხსნით ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო.
ინდიანა-ბრუკლინი 111:123
29:31, 27:32, 31:25, 24:35
ი: ჯ. ჰილი (18+9 პასი), ს. ჰილი (17+6 მოხსნა), სკოლა (17+5 მოხსნა), ჰიბერტი (16+6 მოხსნა), მაილზი (14+6 მოხსნა), უესტი (13).
ბ: ლოპესი (26+4 დაფარება), ბოიან ბოგდანოვიჩი (21+5 მოხსნა), უილიამსი (17+6 პასი), ჯონსონი (14), ჯეკი (13+8 პასი), ანდერსონი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), პლამლი (10+5 მოხსნა).
დეტროიტი-ჩიკაგო 107:91
30:20, 14:36, 36:23, 27:12
დ: ჯექსონი (22+11 პასი), ბატლერი (20+5 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (15), დრამონდი (14+9 მოხსნა), მიქსი (12), დინვაიდი (10+10 პასი), პრინსი (4+10 მოხსნა).
ჩ: გასოლი (27+10 მოხსნა), ბრუქსი (19+5 პასი), გიბსონი (13), ნოა (6+13 მოხსნა+7 პასი).
ჰიუსტონი-ფინიქსი 102:117
37:33, 24:29, 25:37, 16:18
ჰ: მოტეიუნასი (18+6 პასი), სმიტი (17+5 მოხსნა), ჰარდენი (16+5 პასი), არიზა (15+12 მოხსნა+5 პასი), ბრიუერი (14+7 მოხსნა), ბევერლი (10).
ფ: ბლედსოუ (34+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტაკერი (19), მარკუს მორისი (17+10 მოხსნა), მარკიფ მორისი (17+5 მოხსნა+6 პასი), გუდვინი (11).
მემფისი-პორტლენდი 97:86
35:27, 18:17, 24:18, 20:24
მ: გრინი (23+9 მოხსნა), კონლი (21+9 პასი), რენდოლფი (17), გასოლი (13+9 მოხსნა+5 პასი), ალენი (10+11 მოხსნა+6 ჩაჭრა).
პ: ლილარდი (27+7 პასი), ოლდრიჯი (16+5 მოხსნა), მაკალუმი (13+6 მოხსნა), დ. რაიტი (10+6 მოხსნა).
გ. სტეიტი-იუტა 106:91
19:15, 30:25, 36:33, 21:18
გ-ს: კარი (24+3 ჩაჭრა), ბარბოზა (19+3 ჩაჭრა), გრინი (15+6 მოხსნა+7 პასი), იგუოდალა (13), ბარნსი (12).
ი: ფეივორსი (21+11 მოხსნა), ბერკი (20+5 პასი), ჰუდი (19), ჰეივორდი (11+7 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"