კევინ დურანტი: სამუდამოდ "ოკლაჰომაში"

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ ერთ კლუბში სურს მთელი კარიერის გატარება.

კალათბურთელის კონტრაქტი "თანდერთან" მომდევნო სეზონის შემდეგ იწურება და ამერიკული პრესის ჭორებით, "დურანტულას" აქტიურად უწინასწარმეტყველებენ "ვაშინგტონში" გადასვლას. კევინი სწორედ ამერიკის დედაქალაქშია დაბადებული. შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის ლიგის მოქმედი MVP აღდგენით პროცესს იწყებს მარჯვენა ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ამ დაზიანების გამო დურანტი ოთხ-ექვს თვეს გამოტოვებს.

"ყველაფერი მომწონს "ოკლაჰომაში", - მოჰყავს ESPN-ს დურანტის სიტყვები. - მიყვარს თანაგუნდელები, ქალაქი და არ ვფიქრობ სხვაგან გადასვლაზე. რა თქმა უნდა, რთულია საქმის კურსში არ იყო ბოლოდროინდელ
ჭორებზე.

მაგრამ, სავარაუდოდ, მე იმ ბიჭებს მივეკუთვნები, რომლებსაც მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარეს. ასე გააკეთეს ბრაიანტმა, დანკანმა, ნოვიცკიმ... ეს შესანიშნავი მაგალითებია. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ არ შეიძლება იმის თქმა - რა გელოდება მომავალში. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული გუნდის ხელმძღვანელობაზე. მაგრამ ვისურვებდი, რომ ერთხელ ჩემი მაისურა "ოკლაჰომას" არენის თაღზე დაკიდონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული