NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ტომასი და დანკანი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბოსტონ სელტიქსის" მცველი აიზია ტომასი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ტომასმა საშუალოდ 22.7 ქულა, 2.7 მოხსნა და 5.7 პასი დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "დეტროიტთან" მატჩში, როცა 34 ქულითა და 6 პასით დაეხმარა თავის გუნდს.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი ტიმ დანკანი. ვეტერანის ანგარიშზე საშუალოდ 17.3 ქულა, 9.8 მოხსნა, 2.5 პასი, 3.3 დაფარება და 1.5 ჩაჭრა მოდის. "სან ანტონიოს" ამ მომენტისთვის ზედიზედ 12-მატჩიანი მოგებათა სერია
აქვს.

ტომასის კვირა
8 აპრილი. დეტროიტი-ბოსტონი 103:113. 34 ქულა, 6 პასი.
10 აპრილი. კლივლენდი-ბოსტონი 90:99. 17 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი.
12 აპრილი. ბოსტონი-კლივლენდი 117:78. 17 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა.

დანკანის კვირა
7 აპრილი. ოკლაჰომა-სან ანტონიო 88:113. 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 4 დაფარება.
10 აპრილი. ჰიუსტონი-სან ანტონიო 103:104. 29 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება.
12 აპრილი. სან ანტონიო-ფინიქსი 107:91. 22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ბრუკ ლოპესი ("ბრუკლინი"), დირკ ნოვიცკი ("დალასი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), სი ჯეი მაილზი ("ინდიანა"), კრის პოლი ("კლიპერსი"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და ლუ უილიამსი ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული