"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშე 23-წლიანი პატიმრობით დაისაჯა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშე ჯავარის კრიტერტონი 23-წლიანი პატიმრობით დაისაჯა მკვლელობის გამო.

კალათბურთელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ამის გამო ბრალი შეუმსუბუქეს.

2013 წელს ფულტონის ოლქის სასამართლომ კრიტერტონი დამნაშავედ სცნო ქალის მკვლელობაში.

ინციდენტი 2011 წელს, ქალაქ ატლანტაში მოხდა. იმ პერიოდში კრიტერტონი ერთ-ერთი ქუჩური ბანდის წევრი იყო. კალათბურთელი კონკურენტმა დაჯგუფებამ გაძარცვა. კრიტერტონი მძარცველების კვალს გაჰყვა და მათ სროლა აუტეხა, რის შედეგად 22 წლის ქალი დაიღუპა - ოთხი შვილის დედა.

კრიტერტონი "ლეიკერსმა" 2007 წლის დრაფტზე მე-19 ნომრად აიყვანა. NBA-ში მან ორი სეზონი ჩაატარა და
საშუალოდ 5.3 ქულა და 2.4 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული