- "პორტლენდის" ერთ-ერთი ლიდერი დამიენ ლილარდი არ აპირებს ორეგონული კლუბის დატოვებას. სეზონის დასრულების შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ ახალი მრავალწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. "ვაპირებ, მომავალშიც გავაგრძელო გამოსვლა "ბლეიზერსში". რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ გუნდში დარჩენისთვის", - განაცხადა გამთამაშებელმა.
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ერთ-ერთმა ლიდერმა კრის პოლმა მუხლი
- "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა და გენერალურმა მენეჯერმა არ სი ბიუფორდმა უარი თქვეს გუნდის სამომავალო პერსპექტივების შესახებ საუბარზე. კერძოდ, მათ არ უპასუხეს შეკითხვას - გააგრძელებენ თუ არა პროფესიულ კარიერას ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი.
საერთო ჯამში, "სპურსის" 10 მოთამაშე გახდება 2015 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი და გამორიცხული არ არის, მომავალ სეზონში ტექსასური კლუბი სრულიად სახეშეცვლილი ვიხილოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"