NBA: ჯიმი ბატლერი ყველაზე მეტად პროგრესირებს

AutoSharing Option
- "ჩიკაგო ბულზის" მცველი ჯიმი ბატლერი 2014-15 წლების სეზონში ლიგის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელეს.

25 წლის კალათბურთელმა რეგულარულ ჩემპიონატში 65 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 20.0 ქულა, 5.8 მოხსნა და 3.3 შედეგიანი პასი დააგროვა. ასეთი თამაშის წყალობით, ბატლერი კარიერაში პირველად მიიწვიეს "ყველა ვარსკვლავის მატჩზე".

- "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა "დეტროიტის" ყოფილ გენერალურ მენეჯერთან ჯო დუმარსთან. ამ სპეციალისტს კარგი ურთიერთობა აქვს "პელიკანსის" ვიცე-პრეზიდენტ მიკი ლუმისთან და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კლუბში ჩაიბაროს საკალათბურთო ოპერაციების განყოფილების დირექტორის პოსტი.

- "სან ანტონიო
სპურსის" ვეტერანი მანუ ჯინობილი თავის კარიერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამ თვის ბოლოსკენ მიიღებს. "უნდა მოვიცადო მაისის ბოლომდე და დავაკვირდე ჩემს მდგომარეობას. ვიგრძნობ თუ არა თავს ყოფილ მოთამაშედ. მაინტერესებს - როგორ მოიქცევა ჩემი ორგანიზმი. პენსიაზე 2013 წელსაც ვფიქრობდი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ ახალი გამოწვევის მიღება მინდოდა. ვნახოთ, როგორ იქნება ამჯერად. ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა ვიჩქარო", - ამბობს ჯინობილი.

- "ვაშინგტონ უიზარდსის" ლიდერი ჯონ უოლი შეძლებს "ატლანტასთან" სერიის მესამე მატჩში მონაწილეობას. 24 წლის გამთამაშებელმა მაჯის ტრავმა "ჰოქსთან" პირველ მატჩში მიიღო, რის გამოც მეორე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მიმდინარე პლეი ოფში უოლმა 5 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.4 ქულა, 12.6 პასი და 4.6 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული