მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პირველ ტაიმში ტყორცნების 58 პროცენტი გამოიყენა ("კლივლენდმა" 50 პროცენტი), დიდ შესვენებაზე მეტოქეები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. ამის მიზეზი ორი იყო: ჯეი არ სმიტი და "კავალერისტების" წინა ხაზი.
სმიტმა სამი სამქულიანი ჩააგდო, "კლივლენდის" ბიგმენებმა კი ფარქვეშ დაჩაგრეს მეტოქე. მოხსნებზე უპირატესობამ "კლივლენდს" განსაკუთრებული დივიდენდები არ მოუტანა (მხოლოდ 5 ქულა მეორე ტემპით), მაგრამ ართმევდა ბურთის ფლობას "ჰოქსს", რომელიც კომფორტულად გრძნობდა
მესამე მეოთხედის ბოლომდე გუნდები აგრძელებდნენ თანაბარ ბრძოლას, უბრალოდ, შედეგიანობა ძალიან მოიკოჭლებდა. მესამე მეოთხედის პირველ 9 წუთში გუნდებმა 14-14 ქულა დააგროვეს. "კავალიერზმა" 15-დან 5 ბურთი ჩააგდო, "ატლანტამ" - 13-დან 4. ასეთ თამაშში ჯეი არ სმიტის ზედიზედ ორი სამქულიანი შედეგიანობის ნამდვილი აფეთქება იყო, რომელმაც "კლივლენდს" მატჩში ყველაზე დიდი უპირატესობა მოუტანა - 8 ქულა. უფრო მეტიც, მეოთხე მეოთხედი სმიტმა კიდევ სამი სამქულიანით დაიწყო, რის შემდეგაც სხვაობა 18 ქულამდე ავიდა.
"ატლანტას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთხელაც არ დანებდა, კეროლის ტრავმის შემდეგაც კი. მასპინძლებმა 13:1 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, მაგრამ მეტის გაკეთება "ჰოქსმა" ვერ შეძლო. სპურტის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა არ შეიმჩნია მეტოქეთა წინააღმდეგობა და ეფექტური დანკით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ლებრონმა მეორე ტაიმი ნაკლებად ეფექტურად ჩაატარა, ვიდრე პირველი. დიდ შესვენებამდე 16 ქულის (8/12) შემდეგ, მეორე ნახევარში ფორვარდმა 15 ქულა მიითვალა, მაგრამ 14-დან მხოლოდ ოთხი ბურთი მოათავსა კალათში. "ატლანტაში" ასეთი რეგრესი მთელ გუნდს ჰქონდა, რომელმაც პირველ ტაიმში 58-პროცენტიანი რეალიზაციის შემდეგ მეორე ტაიმში 31 პროცენტი დააფიქსირა. მატჩის გმირი კი სმიტი გახდა, რომელმაც რვა სამქულიანი მოათავსა კალათში.
ატლანტა-კლივლენდი 89:97
26:20, 25:31, 16:23, 22:23
ა: ტიგი (27), ჰორფორდი (16+7 მოხსნა), მილსეპი (13+7 მოხსნა), ბეიზმორი (10).
კ: ჯეიმსი (31+8 მოხსნა+6 პასი), სმიტი (28+8 მოხსნა), ტომპსონი (14+10 მოხსნა), მოზგოვი (10+11 მოხსნა), ირვინგი (10+6 პასი).
სერია: 0-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"