12 ივნისს კლივლენდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. "კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტი" მიიღო და ანგარიშით 82:103 (24:31, 18:23, 28:22, 12:27) დამარცხდა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2, ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება კი ოკლენდში 15 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება კლივლენდში გამართულ შეხვედრას, ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა ცენტრი
ტიმოფეი მოზგოვი იყო, რომლის ანგარიშზე 28 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. ორმაგი დუბლი ასევე მიითვალეს
ლებრონ ჯეიმსმა (20 ქულა, 12 მოხსნა) და
ტრისტან ტომპსონმა (12 ქულა, 13 მოხსნა).
მატჩის მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო ლებრონ ჯეიმსმა - "კლივლენდის" ვარსკვლავმა ერთ ეპიზოდში წონასწორობა დაკარგა და ფარის ქვეშ მოკალათებულ ოპერატორებში შევარდა. ლებრონმა თავი ერთ-ერთის კამერას დაარტყა, შედეგად კი ჭრილობა მიიღო და სისხლი დაღვარა.
იხილეთ ვიდეო