- უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო "კლივლენდს" და მის მწვრთნელს ბლატს, რომლებმაც ფანტასტიკური სეზონი ჩაატარეს.
ფიქრობ იმაზე, რომ "კავალიერზმა" ტრავმების გამო სამი წამყვანი მოთამაშე დაკარგა და მაინც მიაღწია ფინალამდე, სადაც უმაღლეს დონეზე იბრძოლა, და ხვდები, რომ ეს ფენომენალურია. და, რა თქმა უნდა, ლებრონი უბრალოდ დაუჯერებელი მოთამაშეა. ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში გვიმართლებდა, რადგან ყველა მოთამაშე ჯანმრთელი გვყავდა. ბუნებრივია, ტიტულის მოგება შეუძლებელია უმძიმესი მუშაობის გარეშე, მაგრამ იღბალიც საჭიროა. და ის ჩვენს მხარეს იყო. ბიჭებმაც ამით ისარგებლეს.
- ერთხელ ანდრე იგუოდალას თქვენი
- ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ თავის დაცვა - უმძიმესია სამუშაოა კალათბურთში. და პირველი სამი მატჩის შემდეგ გადავწყვიტეთ ანდრე სასტარტო ხუთეულში გადაგვეყვანა, რადგან ის ყველაზე კარგად უმკლავდებოდა ამ ამოცანას.
მაგრამ ის სხვა მხრივადაც იყო სასარგებლო. "კლივლენდის" გეგმა სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის ნეიტრალიზაციაში მდგომარეობდა, ამიტომაც ანდრესა და დრეიმონდ გრინს უფრო მეტი შეტევა უწევდათ. და იგუოდალამ დღეს ამ ამოცანასაც გაართვა თავი - 25 ქულა დააგროვა.
შეიძლება იმაზე კამათი, რომ MVP-ის პრიზს უფრო მეტად კარი ან ლებრონი იმახურებდნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ საუკეთესო სწორედ იგუოდალა გახდა. მან სეზონის პირველივე მატჩიდან მსხვერპლად შესწირა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში, არადა, მანამდე ეს არასოდეს გაუკეთებია. "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე და ოლიმპიური ჩემპიონი უცებ ამბობს: "თანახმა ვარ, ვიყო სათადარიგო!" ამის წყალობით, ჩვენი სათადარიგოთა სკამი უფრო ძლიერი გახდა, ხოლო მისი შემცვლელი ჰარისონ ბარნსი უფრო ძლიერ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
ლებრონ ჯეიმსი
- როცა ამ მომენტამდე აღწევ, მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ჩემპიონი ვერ გახდი. კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე ვერ გავედი პლეი ოფში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ფინალებში ვითამაშე და სამჯერ დავმარცხდი. შემიძლია გითხრათ, რომ გადამწყვეტი სერიის წაგება უფრო მტკივნეულია, ვიდრე პლეი ოფში ვერმოხვედრა. თუ შედეგი არ არის, თავად ფინალში მონაწილეობას, ტიტულისთვის ბრძოლის პროცესს არ მოაქვს კმაყოფილების გრძნობა.
სტივენ კარი
- რა შეიტყვეთ ფინალის შესახებ, რომელშიც პირველად ითამაშეთ?
- უნდა გამოეთიშო ყველანაირ ხმაურსა და აჟიოტაჟს. ეს მთავარია. ყველა შენს დაკვირვებას ცდილობს, სწავლობს შენს სტატისტიკას. მაგრამ, საბოლოოდ, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, როგორ ითამაშეს ერთმანეთში გუნდებმა. და იმასაც, რამდენად დაიხარჯე იმისთვის, რომ შენ და შენი პარტნიორები ჩემპიონები გამხდარიყვნენ. სტატისტიკა კი არც ისე მნიშვნელოვანია.
შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ კლეი ტომპსონი. გადახედავ მის სტატისტიკას და გაიფიქრებ: მან ბევრი ჯარიმა აიღო და განსაკუთრებით სასარგებლო არ ყოფილა. მაგრამ, როცა კლეი მოედანზე იყო, გვეხმარებოდა დაცვაში, ხისტად თამაშობდა და ყველაფერს აკეთებდა გუნდის გასამარჯვებლად.
ეს ყველაფერი წვრილმანებია, რამაც ტიტული რეალობად აქცია. სწორედ ასეთი წვლილი მოეთხოვება ყველა მოთამაშეს, რომელიც მოედანზე გადის. სტატისტიკა საინტერესოა, მაგრამ უნდა გაემიჯნო მას და გუნდზე იფიქრო.
- როგორ შეიცვალეთ თქვენ და გუნდი სტივ კერის მოსვლის შემდეგ?
- მან აქცენტი გააკეთა ფუნდამენტზე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. რა თქმა უნდა, ამ გუნდის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წინა მწვრთნელმა მარკ ჯექსონმა. როცა გუნდში კერი მოვიდა, ის მოკრძალებულად იქცეოდა. მის განკარგულებაში იყო ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი. მაგრამ, ამასთან, სურდა ცხოვრებაში განეხორციელებინა რამდენიმე საკუთარი იდეა:
ბურთის გათამაშება, მოთამაშეების გადაადგილება მოედანზე და ა. შ. მან გააკეთა ისე, რომ ნებისმიერი კალათბურთელი მისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო. კერის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გუნდი მზადყოფნით ხვდებოდა - არ ჰქონდა მნიშვნელობა, იზიარებდა თუ არა ის ამ თუ იმ იდეას. ეს იმიტომ, რომ სტივი ჩემპიონია. როგორც მოთამაშემ, მან ხუთი ტიტული მოიპოვა. როცა ადამიანს ფინალებში თამაშის ასეთი გამოცდილება აქვს, არ შეიძლება არ ენდო.
ანდრე იგუოდალა
- ყველა ლაპარაკობს იმაზე, როგორ იცავდით თავს ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს 25 ქულაც დააგროვეთ. რა ფიქრობთ თქვენს თამაშზე დაცვასა და შეტევაში ახლა, როცა ხელთ MVP-ის პრიზი გიჭირავთ?
- საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობ. თავში სიცარიელეა. უბრალოდ, მომენტით ვტკბები. და დღეს გამარჯვებას პარტნიორებთან ერთად ავღნიშნავ. სწორედ ეს დამამახსოვრდება პირველ რიგში. უკან დარჩა გრძელი და მძიმე გზა.
- რა ფასად დაგიჯდათ ექვსი მატჩის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსის მეურვეობა და თან შეტევაში სარგებლობის მოტანა?
- სრულიად გამოფიტული ვარ. პირველ რიგში, მორალურად. რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩი და შემდეგ პლეი ოფი... ამის ფონზე ფინალის ექვსი მატჩი ბევრი არ არის, ასე რომ, მზად ვიყავი. თანაც ლებრონის წინააღმდეგ კარიერის განმავლობაში ხშირად მითამაშია და ამიტომაც ვიცოდი, როგორ შემემცირებინა მისგან მოსალოდნელი ზარალი. მისი შეჩერება შეუძლებელია - უნდა გვეცადა ის გარკვეულ ჩარჩოებში მოგვექცია.
ამაზე მუდმივად ვფიქრობდი. ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე, ვარჯიშის შემდეგ, ძილშიც კი. მატჩის წინ ძილი მიყვარს, მაგრამ დღეს თვალი ვერ მოვხუჭე - მუდმივად მატჩზე და ლებრონის წინააღმდეგ დაცვაზე ვფიქრობდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"