2014-15 წლების რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარადენი, რომელმაც 75 ქულით გაუსწრო "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელს სტივენ კარის (ლიგის ვერსიით MVP-ს). მესამე ადგილი დაიკავა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი ნომინაცია მოიგო - კალათბურთელი, რომელიც სურთ საკუთარ გუნდში იხილონ.
საუკეთესო მწვრთნელის პრიზი დაიმსახურა "სან ანტონიო
ჯორდანის თანაგუნდელმა კრის პოლმა მიიღო ოსკარ რობერტსონის სახელობის პრიზი მოედანზე და მის მიღმა მიღწევებისთვის. რეი ალენი წლის ადამიანად აღიარეს, ხოლო ალენ აივერსონი გახდა კალათბურთელი, ვინც თამაში შეცვალა.
საუკეთესო საშინაო მხარდაჭერის პრიზი "გოლდენ სტეიტს" მიანიჭეს.
გასულ სეზონში ჰარდენმა 81 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27.4 ქულა, 7.0 შედეგიანი პასი და 5.7 მოხსნა დააგროვა. პლეი ოფის 17 მატჩში კი მისი სტატისტიკა 27.2 ქულა, 7.5 პასი და 5.7 მოხსნა იყო.
- ვეტერანი ფორვარდი რიჩარდ ჯეფერსონი მეორე კალათბურთელი გახდა დეანდრე ჯორდანის შემდეგ, ვინც ამ ზაფხულს ბოლო მომენტში უარი უთხრა "დალას მავერიქსს" და სხვაგან თამაში არჩია.
35 წლის ვეტერანი კარიერას "კლივლენდში" გააგრძელებს, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასული სეზონი ჯეფერსონმა "დალასში" ჩაატარა და საშუალოდ 5.8 ქულა და 2.5 მოხსნა დააგროვა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჯეფერსონმა პრინციპული თანხმობა მისცა "მავერიქსს" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა და "კლივლენდთან" დადო გარიგება.
- "დენვერ ნაგეტსის" ფორვარდი დანილო გალინარი დათანხმდა კლუბთან ახალი ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის ღირებულება 30 მილიონი დოლარი იქნება, - იტყობინება Yahoo! Sports.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიელი მომავალ სეზონში 14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, 2016-17 წლების სეზონში კი 15.5 მილიონს. გარდა ამისა, გალინარის კონტრაქტში არსებობს პუნქტი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.
გასულ სეზონში დანილომ მონაწილეობა მიიღო 59 მატჩში. მისი საშუალო სტატისტიკა 12.4 ქულა და 3.7 მოხსნა იყო 12 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში.
- ვეტერანმა გამთამაშებელმა ბაირონ დევისმა განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებას შეეცდება.
"კარიერაში პირველად ვაპირებ გავიარო შემოწმება ლიგის რამდენიმე კლუბში", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" დევისმა.
36 წლის მცველმა NBA-ში 14 წელი გაატარა და ასეთი საშუალო კარიერული მონაგარი ჰქონდა - 16.1 ქულა და 7.2 შედეგიანი პასი. 2011-12 წლების სეზონის პლეი ოფში, როცა "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშობდა, მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდმა პოლ პირსმა მომავალ სეზონში საკუთარი გეგმების შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს და სათამაშო კარიერის დასრულებაც ახსენა.
"დიდი ალბათობით, ეს სეზონი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. ვფიქრობ, თამაშს სწორედ "კლიპერსში" დავასრულებ. და ვაპირებ, ფსონად ყველაფერს ჩავიდე.
მინდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი მივიღო. ვფიქრობ, კარგად ვერგები ახალ გუნდს", - განაცხადა ვეტერანმა ფორვარდმა, რომელიც კარიერაში ერთხელ იყო ჩემპიონი "ბოსტონის" რიგებში.
- 2015-16 წლების რეგულარულ ჩემპიონატში "ტორონტო" და "ორლანდო" ერთ შეხვედრას ლონდონში გამართავენ. ეს მოხდება 2016 წლის 14 იანვარს.
ისტორიაში მეექვსედ ჩატარდება NBA-ის შეხვედრა ლონდონის O2 არენაზე. "ტორონტო" ერთხელ უკვე სტუმრობდა ბრიტანეთის დედაქალაქს, როცა 2011 წელს შეხვდა "ნიუ ჯერსის". "ორლანდო" კი 1993 წელს იყო ლონდონში და საჩვენებელი მატჩი ჩაატარა "ატლანტას" წინააღმდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"