დერიკ როუზი მოძალადე ყოფილა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერის, დერიკ როუზის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შეტანილი. კალათბურთელს ნარკოტიკული ნივთიერების შეზავებასა და ჯგუფურ გაუპატიურებას ედავებიან.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დაზარალებულს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა დერიკ როუზთან 2011-13 წლების პერიოდში. კალათბურთელმა არაერთხელ შესთავაზა ქალს თავის მეგობრებთან სექსი, რაზეც ყოველთვის უარი მიიღო.

საბოლოოდ, დაზარალებულის თქმით, 2013 წლის აგვისტოში, როუზმა და მისმა ორმა მეგობარმა გოგონა კალათბურთელის სახლში დაპატიჟეს, სადაც ჯგუფურ გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც გოგონას სასმელში ნარკოტიკი გაურიეს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ახსოვს იმ ღამის ფრაგმენტები და დარწმუნებულია მომხდარში.

ძალადობის მსხვერპლი
დაგვიანებულ სარჩელს იმით ხსნის, რომ ძალიან დაბნეული და განადგურებული იყო მომხდარის გამო; აგრეთვე, ნერვიულობდა, რომ ყველაფერს მისი კონსერვატიული ოჯახი შეიტყობდა.

სარჩელის თანხის ოდენობა უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული