მაიკლ ჯორდანის 100 მილიონი

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა იმათ შორის, ვინც უკვე დაასრულა კარიერა.

2014 წელს, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს არის 6 მილიონით მეტი იმ თანხაზე, რომელიც ჯორდანმა NBA-ში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა.

შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს სპორტული ფეხსაცმელების - Nike Air Jordan-ის გაყიდვიდან მიღებული პროცენტი. აგრეთვე, ყოფილ კალათბურთელს მსხვილი კონტრაქტი აქვს ვიდეოთამაშების მწარმოებელ EA Sports Madden-თან.

გარდა ამისა, ჯორდანი თანამშრომლობს კომპანიებთან - Gatorade (სპორტული სასმელები), Hanes (ტანსაცმელი), Upper Deck (საკოლექციო ბარათები) და
Five Star Fragrances (პარფიუმერია). მაიკლს გააჩნია ხუთი რესტორანი და ავტოსალონი ჩრდილოეთ კაროლინაში, აგრეთვე ფლობს NBA-ის კლუბის "შარლოტ ბობკეტსის" აქციათა საკონტროლო პაკეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეკუთვნის, ღმერთმა შეარგოს!
alamaria
07:20 17-09-2015
0

სიახლეები პოპულარული