შვეიცარიელი, რომელიც აპრილში ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს, უკმაყოფილო დარჩა მოვლენათა განვითარებით.
სეფოლოშა "ინდიანა პეისერსის" ფორვარდზე კრის კოუპლენდზე თავდასხმის საქმის ფიგურანტი გახდა. დაკავებისას, პოლიციამ კალათბურთელს ფეხი მოტეხა.
მოგვიანებით, სეფოლოშას ბრალი წაუყენეს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში. ოქტომბრის დასაწყისში, შვეიცარიელი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ამასთან, კალათბურთელმა ჯერაც ვერ მოირჩინა აპრილში მიღებული ტრავმა.
"ცნობილი არ არის, როგორ აისახება ეს შემთხვევა ჩემს კარიერაზე ორი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ. ვფიქრობ, სწორი
ინციდენტი აპრილში, ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. როცა კოპლენდი და მისი მეუღლე კლუბს ტოვებდნენ, მათ თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რომელმაც დანით მუცელში დაჭრა კალათბურთელი.
ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი, სეფოლოშა და "ატლანტას" კიდევ ერთი კალათბურთელი პერო ანტიჩი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"