"ბოსტონზე" გამარჯვება (95:87) 541-ე გახდა მათთვის კარიერაში. ბედის ირონიით, წინა რეკორდი ეკუთვნოდათ "სელტიქსის" ლეგენდებს - ლარი ბერდს, კევინ მაკჰეილსა და რობერტ პერიშს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ტექსასელთა შემადგენლობაში საუკეთესო გახდა ლამარკუს ოლდრიჯი, რომელმაც 24 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. როგორც ჩანს, ფორვარდი პრაქტიკულად მოერგო ახალ გუნდს.
* * *
როგორც ჩანს, "ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი მხოლოდ საუკეთესოებს ეჯიბრება. ამჯერად, მან ტყორცნების სიზუსტეში კობი
თითქოს შეუძლებელია "ლეიკერსის" ლიდერზე უარესად ისროლო, მაგრამ ჰარდენმა ეს მოახერხა: სეზონის პირველი სამი მატჩის შემდეგ, უბრალოდ კოშმარულია სამქულიანების რეალიზაციის პროცენტი (საშუალოდ - 1.0 ზუსტი სროლა 10.7-დან, 9,4 პროცენტი).
ოდნავ უკეთ არის საქმე თამაშიდან ჩვეულებრივ ტყორცნებში (4.0 18.0-დან, 22.2 პროცენტი). ჰარდენი პირველი კალათბურთელია 1979-80 წლების შემდეგ, ვისაც სამმატჩიანი სერია აქვს ათი ან მეტი აცილებული სამქულიანით.
"მაიამიმ" "ჰიუსტონთან" მატჩში შთამბეჭდავი ქამბექი შეასრულა. "ჰიტი" დიდი შესვენებისთვის 21 ქულის სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გაანადგურა "როკეტსი" - 65:26. საინტერესოა, რაში მდგომარეობდა ამგვარი გარდასახვის საიდუმლო?
როგორც აღმოჩნდა, ვეტერანმა უდონის ჰასლემმა, რომელსაც ერთი წუთიც არ უთამაშია, შესვენებაზე საქმის გარჩევა მოუწყო თანაგუნდელებს, რომლებსაც სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდათ.
* * *
"ოკლაჰომა-სიტიმ" სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო - "დენვერი" დაამარცხა 117:93. "ორლანდოსთან" ნაჩვენები ფანტასტიკური თამაშის შემდეგ, კევინ დურანტმა და რასელ უესტბრუკმა დასვენება გადაწყვიტეს და შესაბამისად, 25 და 15 ქულა დააგროვეს.
თუმცა ეს შეხვედრა სხვა რამით არის აღსანიშნავი. დურანტის მწყობრში ჩადგომის შემდეგ, "თანდერი" შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული შვიდი მატჩია არ მარცხდება. შესაბამისად, დაუმარცხებელია გუნდის ახალი მწვრთნელი ბილი დონოვანი.
ციფრები
- ზედიზედ 3 წაგება - უარესი სტარტია "მილუოკისთვის" 1976-77 წლების სეზონის შემდეგ.
- 157 მოგება დაუგროვდა "ტორონტოს" მთავარი მწვრთნელის რანგში დუეინ კეისის, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა "მინესოტას" ამჟამინდელ დამრიგებელს სემ მიტჩელს. ამ მიღწევამდე კეისის 315 მატჩი დასჭირდა.
- 340-ე გამარჯვება მოიპოვა კარიერაში "დალასის" მწვრთნელმა რიკ კარლაილმა. ეს აგრეთვე საკლუბო რეკორდიცაა. 56 წლის სპეციალისტმა ლეგენდარულ დონ ნელსონს გაუსწრო, თან ამისთვის 29 მატჩით ნაკლები დაჭირდა. მიუხედავად ამისა, ნელსონი მაინც რჩება ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად NBA-ის ისტორიაში 1335 მოგებით. კარლაილს 282 გამარჯვებით ნაკლები აქვს.
- "ატლანტას" შემადგენლობაში 500 მატჩი ჩაატარა ელ ჰორფორდმა. "ჰოქსმა" თვით მაიკლ ჯორდანის თვალწინ დაამარცხა "შარლოტი" (94:92), ცენტრმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა. პარადოქსულია, მაგრამ მესამე მეოთხედამდე, "ატლანტას" კალათბურთელებს არც ერთი საჯარიმო არ შეუსრულებიათ.
- "სან ანტონიოს" ფორვარდი ტიმ დანკანი მე-14 კალათბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც 26 ათასი ქულა დააგროვა. მას ამისთვის 1334 მატჩი დასჭირდა 19 სეზონის განმავლობაში. მოქმედ კალათბურთელებს შორის, დანკანს მხოლოდ დირკ ნოვიცკი (28 146) და კობი ბრაიანტი (32 519) უსწრებენ.
- ექვსი თვე გამოტოვა "დალასის" ფორვარდმა ჩენდლერ პარსონსმა მუხლის ტრავმის გამო. "ლეიკერსთან" ამ სეზონის სადებიუტო მატჩში მან 12 წუთი გაატარა მოედანზე, 2 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
- "ჰიუსტონმა" "მაიამისთან" 89:109 წააგო რეგულარული ჩემპიონატის მესამე მატჩში. წინა ორ შეხვედრაში "რაკეტები" "დენვერთან" და "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდნენ, შესაბამისად, 85:105 და 92:112. ასე რომ, "ჰიუსტონი" გახდა პირველი გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც პირველი სამი სასტარტო შეხვედრა მინიმუმ 20 ქულის სხვაობით წააგო.
ბოლოს "ჰიუსტონმა" ჩემპიონატი ზედიზედ სამი წაგებით 2010-11 წლების სეზონში დაიწყო. გასულ წელს, კევინ მაკჰეილის შეგირდებმა ზედიზედ ექვსი სასტარტო შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი ცხრიდან ექვსი.
- "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა "დალასთან" მატჩში ორი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერაში 1700 შორეული ტყორცნა დაუგროვდა. ასე რომ, ის გახდა მე-14 კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა.
მოქმედ კალათბურთელებს შორის, 37 წლის ბრაიანტზე წინ არიან: ჯო ჯონსონი (1713), კაილ კორვერი (1733), ჯამალ კროუფორდი (1818), ვინს კარტერი (1878), პოლ პირსი (2055) და ჯეისონ ტერი (2076). ყველა დროის სიაში პირველ ადგილზეა რეი ალენი (2973).
შარლოტი-ატლანტა 92:94
18:28, 21:18, 37:24, 16:24
შ: უოკერი (17+6 პასი), ბატუმი (16+8 პასი), მარვ. უილიამსი (15), ჯეფერსონი (10+10 მოხსნა).
ა: ბეიზმორი (20), ტიგი (18), მილსეპი (16+6 პასი), ჰორფორდი (16+12 მოხსნა).
ბოსტონი-სან ანტონიო 87:95
13:23, 18:21, 23:20, 33:31
ბ: ბრედლი (18), სმარტი (17), ტომასი (15), ჯონსონი (10), სალინჯერი (10+8 მოხსნა).
ს-ა: ოლდრიჯი (24+14 მოხსნა), ლეონარდი (19), ჯინობილი (13+8 მოხსნა), დიაო (10).
მაიამი-ჰიუსტონი 109:89
30:35, 14:28, 31:12, 34:14
მ: უაიტსაიდი (25+15 მოხსნა), უეიდი (20+8 პასი), დენგი (14), ჯონსონი (11+8 მოხსნა), ბოში (10+8 მოხსნა), უინსლოუ (10).
ჰ: ტორნტონი (21), ჰარდენი (16+7 პასი), კაპელა (10), ბრიუერი (10).
ტორონტო-მილუოკი 106:87
24:19, 31:22, 26:30, 25:16
ტ: ვალანჩუნასი (19+8 მოხსნა), პატერსონი (16), ლოური (15+7 პასი), დეროზანი (15), კეროლი (14), როსი (11), ბიიომბო (3+10 მოხსნა).
მ: ანტენტოკუნმპო (20+9 მოხსნა), მონრო (14), კარტერ-უილიამსი (12+7 პასი), კოუპლენდი (10).
ჩიკაგო-ორლანდო 92:87
29:26, 25:14, 21:23, 17:24
ჩ: მიროტიჩი (16), პაუ გასოლი (16+8 მოხსნა), ბატლერი (14), მაკდერმოტი (12).
ო: ფურნიე (19), ვუჩევიჩი (15+11 მოხსნა), ოლადიპო (13), ჰარისი (11+7 მოხსნა).
ოკლაჰომა-დენვერი 117:93
29:22, 29:28, 37:20, 22:23
ო: დურანტი (25), იბაკა (18+7 მოხსნა+5 დაფარება), უესტბრუკი (15+9 მოხსნა+8 პასი), ოგასტინი (14), რობერსონი (10+7 მოხსნა), კანტერი (12+10 მოხსნა), უეიტერსი (10).
დ: გალინარი (15), ბარტონი (15), ნელსონი (13+7 პასი), ლოვერნი (11+7 მოხსნა).
ლეიკერსი-დალასი 93:103
21:32, 24:22, 19:27, 29:22
ლ: რენდლი (22+15 მოხსნა), ბრაიანტი (15), უილიამსი (13), რასელი (10), ბასი (10).
დ: ნოვიცკი (25+9 მოხსნა), ფაჩულია (16+12 მოხსნა), უილიამსი (11+8 პასი), ფელტონი (11), მეტიუზი (10), ბარეა (10+7 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"