დრამონდმა საშუალოდ 18.7 ქულა, 16.3 მოხსნა (ლიგაში საუკეთესო) და 2.0 დაფარება დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ჩიკაგოსთან" მატჩში, როცა 20 ქულითა და 20 პასით დაეხმარა თავის გუნდს.
დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელი სტივენ კარი. მის ანგარიშზე საშუალოდ 39.3 ქულა (ლიგაში საუკეთესო), 7.3 პასი და 2.33 ჩაჭრა მოდის. კარი თამაშიდან 58.8 პროცენტის სიზუსტით ისროდა, სამქულიანების
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ნიუ ორლეანთან" მატჩში, როცა 53 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
დრამონდის კვირა
27 ოქტომბერი. ატლანტა-დეტროიტი 94:016. 18 ქულა, 19 მოხსნა.
28 ოქტომბერი. დეტროიტი-იუტა 92:87. 18 ქულა, 10 მოხსნა.
30 ოქტომბერი. დეტროიტი-ჩიკაგო 98:94 (ო). 20 ქულა, 20 მოხსნა.
კარის კვირა
27 ოქტომბერი. გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეანი 111:95. 40 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი.
30 ოქტომბერი. ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 92:112. 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი.
31 ოქტომბერი. ნიუ ორლეანი-გოლდენ სტეიტი 120:134. 53 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი, 4 ჩაჭრა.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ნიკოლა მიროტიჩი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კევინ ლავი ("კლივლენდი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კარლ-ენტონი თაუნსი ("მინესოტა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და რუდი გობერი ("იუტა").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"