დერიკ როუზის მორიგი ტრავმა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო "ინდიანა პეისერსთან" მოგებულ მატჩში (96:95).

როუზმა ფეხი ბოლო მეოთხედის შუაში დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მატჩის შემდეგ გამთამაშებელმა განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.

"ეს ჩვეულებრივი დაჭიმვაა", - თქვა როუზმა.

ტრავმის მიღებამდე, გამთამაშებელმა 23 ქულისა და 6 შედეგიანი პასის დაგროვება მოასწრო. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, შეძლებს თუ არა როუზი ხუთშაბათს, "ფინიქსის" წინააღმდეგ თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული