ლიტველმა რამდენიმე დღის წინ, "ლეიკერსთან" მატჩში ხელი მოიტეხა. იონასმა უარი თქვა ოპერაციაზე და აღდგენის კონსერვატული მეთოდები ამჯობინა.
ვალანჩუნასის ამგვარი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კალათბურთელს უფრო სწრაფად მისცემს მოედანზე დაბრუნების საშუალებას.
"ლეიკერსთან" მატჩში ბალტიისპირელს დაზიანება კობი ბრაიანტმა მიაყენა. წლევანდელ სეზონში, 23 წლის ვალანჩუნასი საშუალოდ მატჩში 12.7 ქულასა და 9.3 მოხსნას აგროვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"