დღეს, 20 მაისს, "მემფის გრიზლმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 100:96 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იონას ვალანჩუნასი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 23 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "სპურსს", დემარ დეროუზანმა თავი 20 ქულით, 3 მოხსნით და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "გრიზლი" პლეი-ოფისთვის 21 მაისს, "გოლდენს სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება, "სან ანტონიომ" კი სეზონი ნაადრევად დაასრულა.