ლებრონ ჯეიმსი და "ნაიკი" - სამუდამოდ

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სამუდამო კონტრაქტი გააფორმა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანია Nike-თან. ეს არის პირველი უვადო სპონსორული ხელშეკრულება ლეგენდარული ფირმის ისტორიაში.

გარიგების ფინანსური დეტალები არ გამჟღავნებულა. ESPN-ის ინფორმაციით, პირობები იმაზე უკეთესია, ვიდრე "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდს კევინ დურანტს აქვს, რომელიც Nike-სგან 10 წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარს მიიღებს.

აღვნიშნავთ, რომ 30 წლის ლებრონი Nike-თან კარიერის დასაწყისიდან თანამშრომლობს. 2003 წელს, მან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, ჯამში 90 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული