NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უეიდმა თამაში ჩააგდო და... მოიგო

AutoSharing Option
გასულ სათამაშო დღეს ოთხი მატჩი გაიმართა რეგულარულ სეზონში.

"ფინიქსმა" საშინაო შეხვედრაში დაამარცხა "მინესოტა" - 108:101. მასპინძლებმა გაქცევა მეორე მეოთხედში დაიწყეს და უკვე მესამე 12-წუთეულისთვის სხვაობა 20 ქულა იყო. "მგლებს" მძლავრი დასასრული გამოუვიდათ, მაგრამ დრო არ ეყოთ თამაშის გადასარჩენად.

"მაიამის" გაუჭირდა შინ "მემფისის" დამარცხება. სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ და მათი უპირატესობა 16 ქულას აღწევდა.

მაგრამ "ჰიტმა" შეძლო მეტოქის დაწევა, ბოლო ორ წუთში კი 11 უპასუხო ქულა ჩააგდო და სეზონში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. ბოლო წუთზე ზედიზედ ორი ბურთი მოათავსა კალათში ფლორიდელთა
ლიდერმა დუეინ უეიდმა. ამის შემდეგ მისი კარიერული მონაგარი 19 200 ქულამდე ავიდა.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა მატჩი ოკლაჰომა-სიტიში. ადგილობრივი "თანდერი" 15 ქულას აგებდა "იუტასთან" და ბოლო წამებზე გაათანაბრა ანგარიში, როცა 94:96-ზე დანკი შეასრულა კევინ დურანტმა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა თავიდანვე რვა უპასუხო ქულა ჩააგდეს და შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში. საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში დურანტმა მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, დიდი შესვენების შემდეგ კი მის ანგარიშზე 29 ქულა მოდიოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთის მეორე გუნდმა "ტორონტომ" შინ იოლად დაამარცხა ლიგის მთავარი აუთსაიდერი "ფილადელფია". სტუმრები პირველ ტაიმში ახერხებდნენ ბრძოლას და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ რვა ქულით იყვნენ ჩამორჩენილნი, მაგრამ მეორე ტაიმში კანადურმა კლუბმა განავრცო უპირატესობა და 20 ქულით გაიმარჯვა - 96:76.

"ფილადელფიამ" სეზონის პირველ 25 მატჩში 24-ედ წააგო, რითაც გაიმეორა ლიგის ანტირეკორდი, რომელიც 1970-71 წლებში "კლივლენდმა" დაამყარა. მაშინ, "კავალიერზმა" სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვება რიგით 29-ე მატჩში შეძლო.

ფინიქსი-მინესოტა 108:101
25:27, 30:22, 30:17, 23:35
ფ: ნაითი (25+6 პასი), ბლედსოუ (23+9 პასი+4 დაფარება), ლენი (18+7 მოხსნა), ლოიერი (12).
მ: ლავინი (28), მარტინი (19), უიგინსი (13), რუდეჟი (11), დიენგი (10).

მაიამი-მემფისი 100:97
21:27, 27:29, 23:22, 29:19
მ: ბოში (22), გრინი (16), დენგი (15+7 მოხსნა), უეიდი (14), უაიტსაიდი (9+11 მოხსნა).
მ: გრინი (26), ბარნსი (13+13 მოხსნა), მ. გასოლი (12+7 მოხსნა), ჩელმერსი (12), რენდოლფი (12).

ტორონტო-ფილადელფია 96:76
32:24, 20:20, 17:14, 27:18
ტ: დეროზანი (25+8 მოხსნა), სკოლა (22), ლოური (16).
ფ: ოკაფორი (23+14 მოხსნა), კოვინგტონი (15+9 მოხსნა), კენანი (10).

ოკლაჰომა-იუტა 104:98 (ო)
16:21, 22:30, 33:25, 25:20, 8:2
ო: დურანტი (31+6 პასი), უესტბრუკი (25+11 მოხსნა), უეიტერსი (13), კანტერი (10).
ი: ჰუდი (23), ჰეივორდი (22), ბერკსი (21), ფეივორსი (14+10 მოხსნა), ბერკი (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 22 15 7 68.2
2. ტორონტო 25 16 9 64.0
3. ჩიკაგო 21 13 8 61.9
4. შარლოტი 23 14 9 60.9
5. ინდიანა 22 13 9 59.1
6. მაიამი 22 13 9 59.1
7. ბოსტონი 24 14 10 58.3
8. დეტროიტი 25 14 11 56.0
9. ატლანტა 25 14 11 56.0
10. ორლანდო 23 12 11 52.2
11. ვაშინგტონი 22 10 12 45.5
12. ნიუ იორკი 25 11 14 44.0
13. მილუოკი 25 10 15 40.0
14. ბრუკლინი 23 7 16 30.4
15. ფილადელფია 25 1 24 4.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 25 24 1 96.0
2. სან ანტონიო 25 20 5 80.0
3. ოკლაჰომა 24 16 8 66.7
4. კლიპერსი 24 14 10 58.3
5. დალასი 24 13 11 54.2
6. მემფისი 25 13 12 52.0
7. ჰიუსტონი 24 12 12 50.0
8. იუტა 22 10 12 45.5
9. ფინიქსი 25 11 14 44.0
10. პორტლენდი 25 10 15 40.0
11. დენვერი 23 9 14 39.1
12. მინესოტა 23 9 14 39.1
13. საკრამენტო 24 9 15 37.5
14. ნ. ორლეანი 23 6 17 26.1
15. ლეიკერსი 24 3 21 12.5

ქულები
სტივენ კარი (გ-სტ) 32.3
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 29.1
კევინ დურანტი (ოკლ) 27.5
პოლ ჯორჯი (ინდ) 27.0
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 26.1
დემიენ ლილარდი (პორ) 24.4
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 23.9
ენტონი დევისი (ნ-ორ) 23.4
ერიკ ბლედსოუ (ფინ) 22.3

მოხსნები
ანდრე დრამონდი (დეტ) 16.4
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.4
კევინ ლავი (კლივ) 11.0
პაუ გასოლი (ჩიკ) 10.8
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 10.8
ჰასან უაიტსაიდი (მაი) 10.4
ზაზა ფაჩულია (დალ) 10.3
გრეგ მონრო (მილ) 9.8
ჯარედ სალინჯერი (ბოს) 9.8
ტრისტან ტომპსონი (კლი) 9.7

პასები
რაჟონ რონდო (საკ) 11.0
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 9.6
ჯონ უოლი (ვაშ) 8.8
კრის პოლი (კლი) 8.7
რიკი რუბიო (მინ) 8.5
დრეიმონდ გრინი (გ-სტ) 7.0
ჯარეტ ჯეკი (ბრუ) 7.0
იშ სმიტი (ნ-ორ) 6.9
დემიენ ლილარდი (პორ) 6.9
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 6.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული