ამ მატჩში ისტორიული მომენტი დაფიქსირდა: სტივენ კარი დერიკ როუზის წინააღმდეგ მოქმედებდა. რა იყო ამ ფაქტში ისტორიული? საქმე ისაა, რომ პირველად NBA-ის მატჩში, ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ გამთამაშებლები, რომლებიც MVP-ის პრიზის მფლობელები იყვნენ. მათი ბომბარდირული დუელი ჩიკაგოელის გამარჯვებით დასრულდა - 29:25, მაგრამ ეს დიდი შვება
* * *
გუშინდელი დღის გმირებს უნდა მივაკუთვნოთ ჯეიმს ჰარდენი. "ჰიუსტონის" ლიდერმა ფანტასტიკური სამმაგი დუბლი შეასრულა: 33 ქულა, 17 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი. გარდა ამისა, მან მე-1000 სამქულიანი ჩააგდო კარიერაში. 26 წლისა და 167 დღის ჰარდენი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
ჯეიმსის გმირობების მიუხედავად, "ჰიუსტონმა" წააგო "დეტროიტთან" მატჩი. "როკეტსს" იმ ფაქტმაც ვერ უშველა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დამყარდა NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდი - "პისტონზის" ცენტრმა ანდრე დრამონდმა 23 (!) საჯარიმო ააცილა (მანამდე ეს ანტირეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა, რომელმაც 1967 წელს 22 ჯარიმა ვერ ჩააგდო.). მასზე ჰიუსტონელები იყენებდნენ ცნობილ ტაქტიკას - Hack-A-Shaq. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კი ჯეი მაკდენიელსმა, რომელმაც 9 წამში 5 პერსონალური მიიღო!
* * *
ამასობაში, "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი სათავეში ჩაუდგა NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების სიას. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, 31 წლის ამერიკელის შემოსავალმა 71 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 48 მილიონი - სასპონსორო კონტრაქტებზე მოდის. ამ კლასიფიკაციის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 71 მლნ
2. კევინ დურანტი (ოკლაჰომა) - 56,2
3. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) - 50
4. დერიკ როუზი (ჩიკაგო) - 34,1
5. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) - 32,8
6. დუეინ უეიდი (მაიამი) - 32,0
7. კარმელო ენტონი (ნიუ იორკი) - 30,9
8. კრის პოლი (კლიპერსი) - 30,0
9. დუაიტ ჰოვარდი (ჰიუსტონი) - 27,4
10. ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) - 26,9
"ფორბსმა" ასევე გამოაქვეყნა NBA-ის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სია. ზედიზედ მეათე წელია, ამ რეიტინგის "ნიუ იორკ ნიქსი" ლიდერობს, რომელიც 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ორლანდო-ფილადელფია 87:96
21:23, 25:24, 25:34, 16:15
ო: პეიტონი (21+10 პასი), ჰარისი (15+10 მოხსნა), ვუჩევიჩი (15+11 მოხსნა).
ფ: ოკაფორი (20), ტომპსონი (17), კენანი (15), სმიტი (13+11 პასი), გრანტი (12+5 დაფარება), კოვინგტონი (8+11 მოხსნა).
ვაშინგტონი-მაიამი 106:87
26:22, 25:15, 30:27, 25:23
ვ: უოლი (18+10 პასი), ბილი (18), ნენე (16+5 ჩაჭრა), გორტატი (15+12 მოხსნა), ტემპლი (11), დადლი (10).
მ: ბოში (18), დენგი (16), ჯონსონი (14), სტაუდმაიერი (11).
ბრუკლინი-კლივლენდი 78:91
17:23, 21:28, 17:22, 23:18
ბ: ლოპესი (16+10 მოხსნა), იანგი (14), სლოუნი (12+9 პასი).
კ: ჯეიმსი (17), ლავი (17+18 მოხსნა), ტომპსონი (14+10 მოხსნა), მოზგოვი (11).
ნიუ იორკი-იუტა 118:111 (ო)
17:22, 20:26, 31:28, 31:23, 19:12
ნ-ი: ენტონი (30+9 პასი), ლოპესი (22+12 მოხსნა), უილიამსი (18), პორზინგისი (16), აფლალო (14).
ი: ჰუდი (29), ჰეივორდი (27), ლაილსი (13), ბერკი (12), გობერი (11).
ტორონტო-ბოსტონი 115:109
35:27, 21:35, 40:28, 19:19
ტ: დეროზანი (34), ვალანჩუნასი (19+12 მოხსნა), სკოლა (18), ლოური (14+8 პასი), როსი (14).
ბ: ტომასი (21+10 პასი), ბრედლი (19), ოლინიკი (18), კრაუდერი (17), ტერნერი (11).
ჩიკაგო-გ. სტეიტი 94:125
18:34, 26:29, 19:24, 31:38
ჩ: როუზი (29), ბატლერი (23), პორტისი (16), მური (13).
გ-ს: კარი (25+11 პასი), ტომპსონი (20), ბარნსი (19), ლივინგსტონი (12), ბარბოზა (12), იგუოდალა (10), გრინი (6+10 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (6+12 მოხსნა).
ჰიუსტონი-დეტროიტი 114:123
23:33, 24:23, 32:29, 35:38
ჰ: ჰარდენი (33+17 მოხსნა+14 პასი), ლოუსონი (18), ჯონსი (18), ბრიუერი (11), კაპელა (10+13 მოხსნა), ტერი (10).
დ: კოლდუელ-პოუპი (22), მორისი (22), ილიასოვა (18), ჯექსონი (17+9 პასი), დრამონდი (17+11 მოხსნა).
ოკლაჰომა-შარლოტი 109:95
30:22, 22:23, 36:25, 21:25
ო: დურანტი (26), უესტბრუკი (16+15 პასი+5 ჩაჭრა), კანტერი (12), სინგლერი (11), იბაკა (11), ადამსი (10+10 მოხსნა).
შ: უოკერი (21), ლინი (16), კამინსკი (15), ჰეირსტონი (11), დენიელსი (11).
დალასი-მინესოტა 106:94 (ო)
23:33, 26:16, 15:18, 25:22, 17:5
დ: პარსონსი (30), მეტიუზი (15), ჰარისი (15), ვილანუევა (14), უილიამსი (12), ფაჩულია (12).
მ: თაუნსი (27+17 მოხსნა+6 დაფარება), უიგინსი (23), მუჰამადი (14), დიენგი (6+11 მოხსნა), რუბიო (2+11 პასი).
ლეიკერსი-საკრამენტო 93:112
18:28, 34:29, 25:29, 16:26
ლ: ბასი (18), ბრაიანტი (15), უილიამსი (15), რასელი (14), კლარკსონი (14), რენდლი (6+12 მოხსნა).
ს: კაზინსი (36+16 მოხსნა), გეი (16+6 დაფარება), კოული-სტაინი (12+10 მოხსნა), რონდო (11+17 პასი), კოლისონი (10).
პორტლენდი-ატლანტა 98:104
18:29, 25:19, 29:26, 26:30
პ: მაკალუმი (28), ლილარდი (18), ამინუ (12), ლეონარდი (10+10 მოხსნა).
ა: ბეიზმორი (23), მილსეპი (23+9 მოხსნა), ჰორფორდი (16), ტიგი (14).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"