ბოლოს,"ლეიკერსმა" ზედიზედ 10 მატჩი 1993-94 წლების სეზონში წააგო. იმ ჩემპიონატში კლუბმა მეჯიქ ჯონსონის ხელმძღვანელობით 33 მატჩი მოიგო, 49 წააგო და მეცხრე ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში.
"ლეიკერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით კობი ბრაიანტი იყო. მან ოთხი სამქულიანი მოათავსა კალათში და კარიერაში 1762 რეალიზებული შორეული ტყორცნა დაუგროვდა.
შემდეგ შეხვედრას "ლეიკერსი" შინ ჩაატარებს "მინესოტასთან".
* * *
ჩემპიონატის ლიდერი "გოლდენ სტეიტი" "ფილადელფიასთან" ურთულესი მოგების შემდეგ, მეორე დღეს სტუმრად 21 ქულით გაუსწორდა "ნიუ იორკ ნიქსს".
პირველ ტაიმში ბრძოლა იყო და სტუმრებმა მხოლოდ ექვსქულიანი სხვაობის დაფიქსირება შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმში განავრცეს უპირატესობა და იოლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.
ბოლო სამი მატჩია, "გოლდენ სტეიტში" ლიდერის ფუნქციები კლეი ტომპსონმა იტვირთა: 27 იანვარს, მცველმა 45 ქულა ჩაუგდო "დალასს", ორი დღის წინათ, "ფილადელფიასთან" 31 ქულა მითვალა, გუშინ კი მისი მონაგარი 34 ქულა იყო.
მას მხარი აუბა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 20 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით სეზონში მეცხრე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის ლიგის ლიდერია. გრინმა ცხრიდან ცხრა ბურთი ჩააგდო თამაშიდან, რითაც მხოლოდ მეორე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც სამმაგი დუბლი გაიფორმა და თან არცერთი ტყორცნა არ ააცილა. მანამდე ასეთი რამ ლეგენდარულმა უილტ ჩემბერლენმა შეძლო.
"ფინიქსმაც" გაუშვა
"ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯეფ ჰორნაჩეკი. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა Yahoo Sports-ის მიმომხილველმა ედრიენ ვოინაროვსკიმ. მიმდინარე სეზონში გუნდმა 49-დან მხოლოდ 14 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.
52 წლის ჰორნაჩეკმა "ფინიქსი" 2013 წელს ჩაიბარა, მანამდე კი ორი სეზონი ასისტენტის როლში გაატარა "იუტა ჯაზში". ბოლო ორ სეზონში, "სანზმა" 87 მატჩი მოიგო, 77-ში დამარცხდა და ვერც ერთხელ ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა.
კლიპერსი-ჩიკაგო 120:93
24:22, 27:25, 33:26, 36:20
კ: კროუფორდი (26), რედიკი (21), პოლი (19+7 პასი), ჯორდანი (17+20 მოხსნა+4 დაფარება), რივერსი (16), ჯონსონი (11).
ჩ: ბატლერი (23), როუზი (20), პ. გასოლი (15+14 მოხსნა), მური (10), გიბსონი (7+11 მოხსნა).
მაიამი-ატლანტა 105:87
27:17, 20:17, 28:28, 30:25
მ: ბოში (18+7 მოხსნა), უეიდი (17+8 პასი), დენგი (17), სტაუდმაიერი (13+12 მოხსნა), უინსლოუ (10+9 მოხსნა).
ა: მილსეპი (17), ჰორფორდი (17), ტიგი (15+6 პასი), შრიოდერი (11), ჰარდუეი (10), ბეიზმორი (8+10 მოხსნა).
ორლანდო-ბოსტონი 119:114
24:32, 23:22, 34:27, 38:33
ო: ფურნიე (24), გორდონი (19+14 მოხსნა), ჰეზონია (17), ჰარისი (16), ვუჩევიჩი (16+13 მოხსნა+7 პასი), ოლადიპო (11).
ბ: სმარტი (26), ტომასი (23), ბრედლი (22), ჯონსონი (8+11 მოხსნა).
დალასი-ფინიქსი 91:78
21:23, 30:22, 17:24, 23:9
დ: უილიამსი (27), პარსონსი (15), ფელტონი (10+6 პასი), ბარეა (10), ფაჩულია (9+15 მოხსნა).
ფ: ბუკერი (19+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), მორისი (13), ჩენდლერი (12+13 მოხსნა).
ნიუ იორკი-გ. სტეიტი 95:116
20:18, 29:37, 16:27, 30:34
ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა), პორზინგისი (14), ვუიაჩიჩი (11), უილიამსი (11).
გ-ს: ტომპსონი (34), გრინი (20+10 მოხსნა+10 პასი), კარი (13), ლივინგსტონი (11), ბოგუტი (0+12 მოხსნა).
პორტლენდი-მინესოტა 96:93
21:21, 27:18, 15:26, 33:28
პ: ლილარდი (21+8 პასი), მაკალუმი (21), ლეონარდი (13), ჰენდერსონი (11).
მ: თაუნსი (21+13 მოხსნა), რუბიო (15+9 პასი), უიგინსი (15+9 მოხსნა), ლავინი (14), დიენგი (13+10 მოხსნა).
ლეიკერსი-შარლოტი 82:101
16:21, 27:37, 17:25, 22:18
ლ: ბრაიანტი (23+8 მოხსნა), კლარკსონი (13), უილიამსი (11), ოენდლი (10+11 მოხსნა), რასელი (10).
შ: კიდ-გილკრისტი (19+12 მოხსნა), მარვ. უილიამსი (19+12 მოხსნა), უოკერი (12+7 მოხსნა+6 პასი), კამინსკი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"