NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ორი სამმაგი და ლებრონის 33

AutoSharing Option
დღის მთავარმა მატჩმა გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. "კლივლენდისა" და "ინდიანას" დაპირისპირებაში 48 წუთი დაძაბული ბრძოლა იყო. გუნდები მთელი მატჩი ერთად მიდიოდნენ და სამი მეოთხედის შემდეგ, სტუმრების უპირატესობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო 12-წუთეული, სადაც უფრო დამაჯერებლად "კლივლენდის" ვარსკვლავური შემადგენლობა გამოიყურებოდა.

მართალია, ლებრონ ჯეიმსი 33 ქულით საუკეთესო იყო ორივე გუნდში, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც ტრისტან ტომპსონმა თქვა, რომელმაც ბოლო წუთში ჯერ ორი ქულა აიღო, შემდეგ კი დაცვაში უმნიშვნელოვანესი დაფარება შეასრულა.

"ბოსტონმა" ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო საკუთარ მოედანზე. "იუტასთან" მატჩი ძალიან
დაძაბული გამოვიდა და ყველაფერი გადაწყვიტა მეოთხე მეოთხედში "კელტების" დაცვაში კარგმა თამაშმა და ჯეი კრაუდერის ზუსტმა სამქულიანმა.

თებერვალში მეორე სამმაგი დუბლი (18 ქულა, 17 მოსნა, 11 პასი) შეასრულა "მილუოკის" ფორვარდმა იანის ანტენტოკუნმპომ, მას მხარი აუბა და შედეგიანობის პირადი რეკორდი (36 ქულა) დაამყარა ჯაბარი პარკერმა. ამ დუეტისა და აგრეთვე, კრის მიდლტონის 30 ქულის წყალობით, "ბაქსმა" შეძლო წაგებული მეორე და მესამე მეოთხედების შემდეგ თამაშში გარდატეხის შეტანა და შინ "ჰიუსტონის" დამარცხება. "როკეტსის" რიგებში ასევე კარიერული რეკორდი ჰქონდა ტრევორ არიზას, რომელმაც პირველად შეასრულა 11 შედეგიანი პასი.

"საკრამენტო" საკუთარ მოედანზე განადგურდა "ოკლაჰომასგან". "თანდერმა" თავიდანვე მოიპოვა ინიციატივა და ოთხივე მეოთხედი მოუგო მეტოქეს. საბოლოო უპირატესობა 15 ქულაში გამოიხატა. რასელ უესტბრუკმა 34 წუთში 20 ქულა, 13 მოხსნა და 15 შედეგიანი პასი მიითვალა, რითაც სეზონში მეცხრე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ "გოლდენ სტეიტის" ფორვარდ დრეიმონდ გრინს ჩამორჩება, რომელსაც მიმდინარე რეგულარულში 11 ტრიპლ-დაბლი აქვს.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ტორონტო რეპტორზის" გამთამაშებელი კაილ ლოური, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 28.7 ქულა, 6.3 მოხსნა და 8.7 პასი დააგროვა. ლოურის წაგებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი სტივენ კარი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კარის ანგარიშზე საშუალოდ 43.8 ქულა მოდის. მან ყველა შეხვედრაში მინიმუმ ხუთი სამქულიანი ჩააგდო და შორეული ტყორცნების რეალიზაციის 61.1 პროცენტი ჰქონდა.

კლივლენდი-ინდიანა 100:96
18:19, 26:24, 30:30, 26:23
კ: ჯეიმსი (33), ირვინგი (22+6 პასი), ტომპსონი (14+11 მოხსნა), ლავი (13+8 მოხსნა+6 პასი), სმიტი (11).
ი: ელისი (28), ჯორჯი (23+8 მოხსნა+6 პასი), ჯორჯ ჰილი (11), ბადინგერი (11).

ვაშინგტონი-ფილადელფია 116:108
27:23, 33:25, 19:34, 37:26
ვ: უოლი (37+7 პასი), გორტატი (18+20 მოხსნა), მორისი (16+13 მოხსნა), ბილი (16), პორტერი (10).
ფ: სმიტი (25+7 პასი), ლენდრი (15), გრანტი (14), კენანი (13), ნოელი (11), სტაუსკასი (10).

ბოსტონი-იუტა 100:95
23:29, 20:17, 29:27, 28:22
ბ: კრაუდერი (22), ტომასი (18+9 პასი), ბრედლი (18), ზელერი (10).
ი: მაკი (18), ლაილსი (18+10 მოხსნა), ჰეივორდი (16+6 პასი), გობერი (12+12 მოხსნა), ჰუდი (11+8 პასი), ფეივორსი (11+16 მოხსნა).

მილუოკი-ჰიუსტონი 128:121
32:26, 33:38, 27:28, 36:29
მ: პარკერი (36), მიდლტონი (30+5 ჩაჭრა), ანტენტოკუნმპო (18+17 მოხსნა+11 პასი), ბეილესი (18), მონრო (10).
ჰ: ჰოვარდი (30+13 მოხსნა), ჰარდენი (26+9 პასი), არიზა (20+8 მოხსნა+11 პასი), ბევერლი (13), ტერი (12), სმიტი (10).

დენვერი-მემფისი 96:103
19:22, 28:26, 24:23, 25:32
დ: ფარიდი (16+11 მოხსნა), ჰარისი (15), ოგასტინი (11), ლოვერნი (11), იოკიჩი (10).
მ: რენდოლფი (22+6 პასი), ბარნსი (16), ჩელმერსი (15), ჰეირსტონი (14), სტივენსონი (14).

საკრამენტო-ოკლაჰომა 116:131
25:29, 28:32, 31:33, 32:37
ს: კაზინსი (35+12 მოხსნა), კასპი (16), მაკლემორი (14), კოლისონი (12), რონდო (11+9 მოხსნა+12 პასი), ეისი (10).
ო: დურანტი (27+10 მოხსნა+6 პასი), კანტერი (23), უეიტერსი (22), უესტბრუკი (20+13 მოხსნა+15 პასი), იბაკა (12+7 მოხსნა), სინგლერი (11).

კლიპერსი-ბრუკლინი 105:95
29:27, 23:19, 29:33, 24:16
კ: კროუფორდი (26), პოლი (23+12 პასი), რედიკი (19), ჯორდანი (10+10 მოხსნა).
ბ: ლოპესი (25+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (19), ელინგტონი (13), სლოუნი (10), იანგი (9+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული