საკმარისია აღინიშნოს ის, რომ "უორიორზის" სათადარიგოთა სკამმა 55 ქულა დააგროვა. თუმცა კარიმ თავისი წილი სამქულიანები ჩააგდო და შეხვედრა 27 ქულით დაასრულა. ამით მან სეზონური მონაგარი 1918 ქულამდე აიყვანა, რაც პირადი რეკორდია. შედარებისთვის, ჰიუსტონელ ჯეიმს ჰარდენს 1913 ქულა აქვს, თან ოთხი მატჩით მეტი ჩაატარა.
გარდა ამისა, კარისა და მის თანაგუნდელს კლეი ტომპსონს ერთად 530 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდათ. ეს არის პირველი წყვილი ლიგის
ამასობაში, "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 49-ე გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე და ლიგის რეკორდი განაახლა, რომელიც თავად ეკუთვნის. კიდევ ერთი რეკორდია - 66 მატჩში 60 მოგება. აქამდე, ასე სწრაფად რეგულარულ ჩემპიონატში ამდენი გამარჯვებისთვის არც ერთ გუნდს არ მიუღწევია.
* * *
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ, უჭირს მოგება "ოკლაჰომა-სიტის", თუმცა დასავლეთის ერთ-ერთმა ფავორიტმა გუშინ, ძალიან იოლად მოუგო შინ "პორტლენდს" - 128:94. როგორც ყოველთვის, "თანდერის" რიგებში რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა გაიბრწყინეს.
უესტბრუკმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 16 შედეგიანი პასი დააგროვა. გამთამაშებლისთვის ეს არის მე-12 სამმაგი დუბლი სეზონში და 31-ე კარიერაში. 12 ტრიპლ-დაბლით მცველი არა მარტო ამ სეზონის ლიდერია, არამედ პირველი კალათბურთელია 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, ვინც ამდენი სამმაგის შესრულება შეძლო.
რვა წლის წინათ, იგივე გააკეთა ლეგენდარულმა ჯეისონ კიდმა. და კიდევ, უესტბრუკი მესამე კალათბურთელია ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც სეზონში ოთხი სამმაგი დუბლი მიითვალა მინიმუმ 15 შედეგიანი პასით. მანამდე ეს შეძლეს კრის პოლმა 2008-09 წლების რეგულარულში (4 სამმაგი) და მეჯიქ ჯონსონმა 1988-89 წლებში (8).
რაც შეეხება კევინ დურანტს, მან 52-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომელშიც მინიმუმ 20 ქულის დაგროვებას ახერხებდა.
* * *
გუშინ, "ფინიქსმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "მინესოტა", მაგრამ ამის მიუხედავად, არიზონულმა კლუბმა დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის მათემატიკური შანსი. ასე რომ, "სანზი" ზედიზედ მეექვსედ ვერ გავიდა პლეი ოფში, რაც ყველაზე უარესი სერიაა კლუბის არსებობის ისტორიაში.
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" გამთამაშებელი კემბა უოკერი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 27.8 ქულა, 5.0 მოხსნა და 5.0 პასი დააგროვა.დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტის" მცველი სტივენ კარი, რომელიც თავის გუნდს ასევე ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კარის ანგარიშზე საშუალოდ 30.5 ქულა, 5.5 მოხსნა, 5.8 შედეგიანი პასი და 2.25 ჩაჭრა მოდის.
შარლოტი-დალასი 96:107
18:22, 15:30, 32:19, 31:36
შ: უოკერი (25+9 პასი), ბატუმი (20+7 პასი), უილიამსი (19+7 მოხსნა), ლი (12).
დ: პარსონსი (24+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (23+11 მოხსნა), უილიამსი (15), ლი (12+7 მოხსნა), ჰარისი (12), ფელტონი (9+12 პასი+3 ჩაჭრა).
ვაშინგტონი-დეტროიტი 124:81
34:15, 26:24, 33:24, 31:18
ვ: ნენე (20), გორტატი (16), უოლი (15+12 პასი), მორისი (14), სეშენსი (14), ბილი (12), პორტერი (11).
დ: კოლდუელ-პოუპი (18), ჰილიარდი (10), დრამონდი (7+12 მოხსნა).
მაიამი-დენვერი 124:119
36:33, 28:29, 26:29, 34:28
მ: უინსლოუ (20), უეიდი (19), ჯონსონი (18), უაიტსაიდი (18+10 მოხსნა), დენგი (17+8 მოხსნა), რიჩარდსონი (17+3 დაფარება), დრაგიჩი (11+8 პასი).
დ: ფარიდი (24+11 მოხსნა), მუდიაი (23+10 პასი), ჰარისი (18+3 ჩაჭრა), ოგასტინი (13), იოკიჩი (12+8 მოხსნა), ლოვერნი (10).
ტორონტო-ჩიკაგო 107:109
29:34, 23:24, 25:26, 30:25
ტ: ლოური (33+11 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), დეროზანი (27), პატერსონი (13).
ჩ: მაკდერმოტი (29), მიროტიჩი (17), მური (17), ბატლერი (13+6 პასი), გიბსონი (13+10 მოხსნა).
ჰიუსტონი-მემფისი 130:81
34:22, 31:19, 32:15, 33:25
ჰ: მოტეიუნასი (18), არიზა (16), ჰარდენი (15+8 პასი+7 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (12), ბიზლი (11+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), გუდლოკი (11), ბევერლი (10+6 პასი+3 ჩაჭრა), კაპელა (10), მაკდანიელსი (10), ჰოვარდი (7+13 მოხსნა+5 დაფარება).
მ: მარტინი (17+8 მოხსნა), ბარნსი (14+7 მოხსნა), სტივენსონი (12+15 მოხსნა), ჰოლინზი (10+8 მოხსნა).
ოკლაჰომა-პორტლენდი 128:94
31:22, 35:20, 36:30, 26:22
ო: კანტერი (26+7 მოხსნა), დურანტი (20+7 პასი), უესტბრუკი (17+10 მოხსნა+16 პასი), იბაკა (15+7 მოხსნა+3 დაფარება), ადამსი (13), ფოიე (11), მოროუ (11).
პ: ლილარდი (21), მაკალუმი (15), ამინუ (11).
იუტა-კლივლენდი 94:85
28:26, 20:18, 18:22, 28:19
ი: ჰუდი (28), ფეივორსი (19+3 დაფარება), მაკი (17+7 მოხსნა+10 პასი), ლაილსი (12), გობერი (5+11 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (23+12 მოხსნა), ირვინგი (15), ლავი (12+9 მოხსნა).
ფინიქსი-მინესოტა 107:104
27:25, 20:32, 29:21, 31:26
ფ: ტაკერი (23+12 მოხსნა), ტელეტოვიჩი (21+8 მოხსნა), ბუკერი (16+6 პასი), ჩენდლერი(14+11 მოხსნა), ლენი (9+11 მოხსნა).
მ: ლავინი (28), უიგინსი (22), თაუნსი (17+10 მოხსნა), რუბიო (13+17 პასი+4 ჩაჭრა), დიენგი (12+9 მოხსნა+3 დაფარება), მუჰამადი (10).
გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 125:107
28:24, 31:26, 35:19, 31:38
გ-ს: კარი (27), ტომპსონი (18), გრინი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), სპეიტსი (14+7 მოხსნა), მაკადუ (11).
ნ-ო: დევისი (22+12 მოხსნა), დაგლასი (22+8 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (19), ჰოლიდეი (13), ბებიტი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"