NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობის სრული კატასტროფა!

AutoSharing Option
სტივენ კარის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა MVP-ის პრიზისთვის ბრძოლაში. ეს არის რასელ უესტბრუკი, რომელმაც მარტში მეშვიდე სამმაგი დუბლი (პირველად 1989 წლის შემდეგ, როცა მსგავსი რამ მაიკლ ჯორდანმა შეძლო) შეასრულა, ხოლო მთლიანად სეზონში 16 ტრპილ-დაბლი დაუგროვდა. "ოკლაჰომას" მარტის ბოლომდე კიდევ ორი მატჩი რჩება, ასე რომ, უესტბრუკს აქვს შანსი ერთი თვის განმავლობაში შესრულებული სამმაგი დუბლების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს.

საინტერესოა, რომ გამთამაშებელს 26 ქულის, 12 შედეგიანი პასისა და 11 მოხსნის შესაგროვებლად მხოლოდ 34 წუთი ეყო. ამასობაში, მისმა პარტნიორმა კევინ დურანტმა 34 ქულა დააგროვა,
რითაც, კარიერული მონაგარი 17411 ქულამდე აიყვანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში სტივ ნეშს გაუსწრო.

* * *
საშინელ დღეში იყო გუშინ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" და მისი ვეტერანი კობი ბრაიანტი. კალიფორნიელებმა "იუტასთან" 48 ქულის (!) სხვაობით წააგეს, რითაც საკლუბო ანტირეკორდი გაიმეორეს. წინა ანალოგიური შემთხვევა 2014 წლის მარტით თარიღდება, როცა "ლეიკერსმა" ასეთივე სხვაობით წააგო თანაქალაქელ "კლიპერსთან".

ორი წლის წინანდელ მატჩში კობი ბრაიანტი ტრავმის გამო არ თამაშობდა, გუშინ კი ის მოედანზე იყო, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, დასვენება აეღო. 28 წუთის განმავლობაში, ლეგენდამ 11-დან ათი ტყორცნა ააცილა და კარიერაში სარგებლიანობის პირადი ანტირეკორდი დაამყარა - "მინუს 43". ეს იმას ნიშნავს, რომ "ლეიკერსმა" მეტოქეზე 43 ქულით ნაკლები დააგროვა, როცა კობი მოედანზე იმყოფებოდა. სრული კატასტროფა! იმასაც დავამატებთ, რომ 48 ქულით მოგება "იუტას" არსებობის ისტორიაში არ ჰქონია.

ამ მატჩის შემდეგ, "ლეიკერსის" მოთამაშეები გააკრიტიკა კლუბის ლეგენდამ მეჯიქ ჯონსონმა: "იუტასთან" მატჩი საშინელი იყო, პირველ რიგში იმ მხრივ, რომ მოედანზე გასული ბიჭები ბრძოლას არ აპირებდნენ. მომეჩვენა, თითქოს გუნდში შინაგანი დაძაბულობა და არეულობაა. მეგონა, რომ გასული სეზონი უარესი იქნებოდა "ლეიკერსის" ისტორიაში, მაგრამ, როგორც გაირკვა, წლევანდელი გამოსვლა კიდევ უფრო საშინელია. ერთადერთი დადებითი მომენტი, რომელიც ამ ჩემპიონატში "ლეიკერსს" უკავშირდება, კლუბის ლეგენდასთან და დიდების დარბაზის მომავალ წევრთან კობი ბრაიანტთან გამოთხოვების შესაძლებლობაა".

ბოლოს ისიც აღვნიშნოთ, რომ "ლეიკერსის" დამრიგებელმა ბაირონ სკოტმა სამწვრთნელო კარიერაში 641-ე მარცხი იწვნია, მოგება კი 452 აქვს. შესაბამისად, სკოტი გახდა პირველი მთავარი მწვრთნელი ლიგის ისტორიაში, ვინც 189-ით მეტი წააგო, ვიდრე მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის მსვლელობისას, არა ერთხელ დადგა ბაირონ სკოტის გადაყენების საკითხი და ამ ზაფხულს, დიდი ალბათობით, დაკარგავს სამუშაოს "ლეიკერსში".

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 29.0 ქულა, 8.8 მოხსნა და 8.5 პასი დააგროვა. "მეფემ" "დენვერთან" და "ნიუ იორკთან" მატჩებში სამმაგი დუბლები შეასრულა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი კლეი ტომპსონი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ტომპსონის ანგარიშზე საშუალოდ 32.3 ქულა მოდის. მან ყველა შეხვედრაში მინიმუმ ხუთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო კვირა დაასრულა "დალასთან" და "ფილადელფიასთან" მატჩებით, რომლებშიც 40-40 ქულა დააგროვა.

მაიამი-ბრუკლინი 110:99
27:27, 30:25, 25:23, 28:24
მ: უეიდი (30+9 პასი), უაიტსაიდი (27+8 მოხსნა), რიჩარდსონი (16), უინსლოუ (13).
ბ: ლოპესი (26), იანგი (20+9 მოხსნა), კილპატრიკი (14).

ტორონტო-ოკლაჰომა 100:119
21:27, 27:34, 26:36, 26:22
ტ: დეროზანი (19), პაუელი (18), ლოური (14), პატერსონი (13), ვალანჩუნასი (10+10 მოხსნა).
ო: დურანტი (34+8 მოხსნა+8 პასი), უესტბრუკი (26+11 მოხსნა+12 პასი), იბაკა (15+8 მოხსნა), უეიტერსი (15), ადამსი (10+9 მოხსნა).

მემფისი-სან ანტონიო 87:101
18:32, 27:21, 23:28, 19:20
მ: კარტერი (14), გრინი (12), ბარნსი (11+9 მოხსნა), მაკალუმი (10).
ს-ა: ოლდრიჯი (31+13 მოხსნა), მილსი (17), ანდერსონი (13+7 პასი), დიაო (13).

მინესოტა-ფინიქსი 121:116
40:37, 26:24, 33:23, 22:32
მ: უიგინსი (32), თაუნსი (27+10 მოხსნა), რუბიო (17+7 მოხსნა+11 პასი), ლავინი (15), დიენგი (11+9 მოხსნა), მუჰამადი (10).
ფ: ნაითი (30), ბუკერი (30), ტელეტოვიჩი (19), ლენი (14+13 მოხსნა), პრაისი (12).

ნიუ ორლეანი-ნიუ იორკი 99:91
24:28, 25:26, 19:10, 31:27
ნ-ო: ჰოლიდეი (22+6 პასი), დუგლასი (16), ბებიტი (14), კანინგემი (12), აჟინკა (12).
ნ-ი: ენტონი (22+6 პასი), ლოპესი (17), პორზინგისი (16+10 მოხსნა).

ჩიკაგო-ატლანტა 100:102
31:22, 14:30, 26:28, 29:22
ჩ: როუზი (20), პ. გასოლი (19+11 მოხსნა), ბრუქსი (16+6 პასი), ბატლერი (15+9 მოხსნა), გიბსონი (9+12 მოხსნა+4 დაფარება).
ა: ტიგი (26+7 პასი), ჰორფორდი (14+10 მოხსნა), შრიოდერი (14), კორვერი (12), მილსეპი (11+11 მოხსნა+6 დაფარება).

დენვერი-დალასი 88:97
24:28, 22:22, 20:22, 22:25
დენ: ბარტონი (23+8 მოხსნა), მუდიაი (16+7 პასი), ჰარისი (13), ფარიდი (9+11 მოხსნა).
დალ: ბარეა (18+11 პასი), პაუელი (16+7 მოხსნა), მეტიუზი (14), ჰარისი (12), ფელტონი (11), ანდერსონი (11), ნოვიცკი (10).

იუტა-ლეიკერსი 123:75
34:16, 30:21, 34:21, 25:17
ი: ჰუდი (30), ბუკერი (17), მაკი (17), ფეივორსი (14+9 მოხსნა), ჰეივორდი (11+6 პასი), ლაილსი (11+8 მოხსნა), გობერი (8+19 მოხსნა).
ლ: უილიამსი (16), კლარკსონი (12+8 მოხსნა).

პორტლენდი-საკრამენტო 105:93
37:32, 31:20, 23:11, 14:30
პ: კრები (21), მაკალუმი (16), ამინუ (14+8 მოხსნა), ლილარდი (13+9 პასი), ჰარლკესი (12), ჰენდერსონი (11).
ს: სეტ კარი (21), კასპი (18), კოული-სტაინი (13+14 მოხსნა), კოლისონი (10+7 პასი), ეისი (10), კუფოსი (10+7 მოხსნა).

კლიპერსი-ბოსტონი 114:90
30:24, 37:26, 25:20, 22:20
კ: რივერსი (16), კროუფორდი (15), ჯორდანი (15+13 მოხსნა), პოლი (13+14 პასი), ჯონსონი (11), გრინი (10).
ბ: ტომასი (24), ბრედლი (13), სმარტი (13), სალინჯერი (9+11 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-კლივლენდი 73 52 21 71.2
2. x-ტორონტო 73 49 24 67.1
3. ატლანტა 75 45 30 60.0
4. მაიამი 73 43 30 58.9
5. ბოსტონი 74 43 31 58.1
6. შარლოტი 73 42 31 57.5
7. ინდიანა 73 39 34 53.4
8. დეტროიტი 74 39 35 52.7
9. ვაშინგტონი 73 36 37 49.3
10. ჩიკაგო 73 36 37 49.3
11. ორლანდო 73 30 43 41.1
12. მილუოკი 74 30 44 40.5
13. ნიუ იორკი 75 30 45 40.0
14. ბრუკლინი 73 21 52 28.8
15. ფილადელფია 74 9 65 12.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. y-გ. სტეიტი 73 66 7 90.4
2. y-სან ანტონიო 74 62 12 83.8
3. y-ოკლაჰომა 74 52 22 70.3
4. x-კლიპერსი 73 46 27 63.0
5. მემფისი 74 41 33 55.4
6. პორტლენდი 75 39 36 52.0
7. იუტა 74 37 37 50.0
8. ჰიუსტონი 74 36 38 48.6
9. დალასი 74 36 38 48.6
10. დენვერი 75 31 44 41.3
11. საკრამენტო 74 29 45 39.2
12. ნ. ორლეანი 73 27 46 37.0
13. მინესოტა 74 25 49 33.8
14. ფინიქსი 74 20 54 27.0
15. ლეიკერსი 74 15 59 20.3

შენიშვნა: y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივენი არ არის ბატონო, სტეფანია, სტე-ფა-ნი!
არ ეკადრება "ლელოს" ამგვარი (თან სისტემური ხასიათის) შეცდომა!..
ბესო
10:14 30-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული