NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონი მწვრთნელად არ გამოდგება

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი" არ აპირებს გაჩერებას. მოახლოებული პლეი ოფის წინ, სტივ კერი თავის შეგირდებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და უახლოვდება სეზონში 73 გამარჯვებას, რაც NBA-ის ახალი რეკორდი იქნება. გუშინ, "მეომრებმა" შინ "ვაშინგტონი" დაამარცხეს.

ანგარიშში მოკრძალებულმა სხვაობამ არ უნდა დაგაბნიოთ - საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე, მასპინძლები 19 ქულით იგებდნენ და ბოლოსკენ მოდუნდნენ. ეს იყო ჩემპიონატის ლიდერის 67-ე მოგება და ახლა, "ჩიკაგოს" "სამუდამო" რეკორდამდე ხუთი მოგება აშორებთ. "გოლდენ სტეიტს" კიდევ შვიდი მატჩი აქვს ჩასატარებელი რეგულარულის ბოლომდე.

ბოლო მატჩებთან შედარებით, სტეფ კარიმ აშკარად
გაასწორა მიზანი და რვიდან ექვსი სამქულიანი მოათავსა კალათში. ამით, მან 23-დან 21-ე ადგილამდე გადაინაცვლა ყველა დროის სიაში ზუსტი სამქულიანების რაოდენობით - გაუსწრო ტიმ ჰარდუეისა და ედი ჯონსს. დრეიმონდ გრინს კი ერთი შედეგიანი პასი არ ეყო სეზონში მე-12 სამმაგ დუბლამდე. "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მისი სტატისტიკა 15 ქულა, 16 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი იყო.

* * *
გუშინდელ სათამაშო დღეს ერთი სამმაგი დუბლი მაინც შედგა და მისი ავტორი გახდა ნიკოლა ბატუმი. ფრანგმა ეს კარიერაში მეექვსედ გააკეთა, ხოლო მისმა "შარლოტმა" დაადასტურა, რომ სერიოზულად აპირებს დარჩენილ მატჩებში ბრძოლას პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად.

"ჩიკაგომ" დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია, მიუხედავად იმისა, რომ პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება. ჯიმი ბატლერმა 96:96-ზე საშუალო მანძილიდან ჩააგდო და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი მოგება მოუტანა სტუმრად "ინდიანასთან" მატჩში.

ასევე დიდი მნიშვნელობისა იყო "ჰიუსტონის" ტრიუმფი კლივლენდში. "კავალიერზთან" მოგება მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ დუაიტ ჰოვარდმა 15 საჯარიმო ააცილა.

ეს მატჩი კიდევ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ლებრონ ჯეიმსი ისვენებდა და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, "კლივლენდის" მწვრთნელობას იჩემებდა. ფორვარდმა რამდენიმე ტაიმ-აუტი თავად ჩაატარა და ხშირად, მისი ხმა მთავარი მწვრთნელის ტაირონ ლიუს ხმას ფარავდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ "ჰიუსტონმა" "მინუს 20"-დან მოიგო ეს მატჩი.

ინდიანა-ჩიკაგო 96:98
27:28, 31:32, 26:24, 12:14
ი: ჯორჯი (20+9 მოხსნა), მაინმი (18+7 მოხსნა).
ჩ: მიროტიჩი (28+10 მოხსნა), ბატლერი (14), პ. გასოლი (10+11 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება).

ორლანდო-ბრუკლინი 139:105
32:23, 41:22, 30:28, 36:32
ო: ნიკოლსონი (24), გორდონი (20), ფურნიე (15), დედმონი (15), სმიტი (14), პეიტონი (11+12 პასი), ჯენინგსი (11+6 პასი), ჰეზონია (10).
ბ: რობინსონი (18+12 მოხსნა), ელინგტონი (12), ბრაუნი (11), კილპატრიკი (11), ლარკინი (10), რიდი (10).

ფილადელფია-შარლოტი 85:100
19:23, 17:29, 26:25, 23:23
ფ: კოვინგტონი (18+7 მოხსნა), სმიტი (15+6 პასი), სტაუსკასი (13), კენანი (10), ტომპსონი (8+10 მოხსნა).
შ: ბატუმი (19+12 მოხსნა+12 პასი), ზელერი (18+11 მოხსნა), უოკერი (16), ლი (15).

დეტროიტი-ოკლაჰომა 88:82
25:21, 21:27, 25:9, 17:25
დ: მორისი (24+7 მოხსნა), ჰარისი (17+7 მოხსნა), ჯექსონი (13+6 პასი), დრამონდი (13+15 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (24+6 პასი), კანტერი (14+14 მოხსნა).

კლივლენდი-ჰიუსტონი 100:106
24:26, 35:14, 25:31, 16:35
კ: ირვინგი (31+8 პასი), ტომპსონი (16+10 მოხსნა), ლავი (13+11 მოხსნა), შამპერტი (11), ჯონსი (10).
ჰ: ჰარდენი (27+8 პასი), ბიზლი (17+8 მოხსნა), არიზა (15), ჰოვარდი (11+11 მოხსნა), ბევერლი (10+7 მოხსნა+6 პასი), კაპელა (9+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-ვაშინგტონი 102:94
27:22, 22:24, 30:26, 23:22
გ-ს: კარი (26+7 მოხსნა+7 პასი+5 ჩაჭრა), ტომპსონი (16), გრინი (15+16 მოხსნა+9 პასი), ბარნსი (14+9 მოხსნა).
ვ: ბილი (17), მორისი (15+8 მოხსნა), პორტერი (11), ნენე (10), გორტატი (9+10 მოხსნა), უოლი (8+11 პასი+4 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული