"ინდიანამ" ვერ შეძლო მეტოქის საჩუქრის გამოყენება, რისი მიზეზიც სამწამიან ზონაში ლიტველი იონას ვალანჩუნასის ბატონობა იყო. მარტო პირველ მეოთხედში,
ჯორჯი მეორე მეოთხედის შუაში დაბრუნდა მოედანზე და თითქოს მისი გუნდიც გამოფხიზლდა, თუმცა იმ მომენტში ანგარიშში სხვაობა "-18" იყო და თამაშის გადარჩენის ყველანაირი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.
ტორონტო-ინდიანა 98:87
27:16, 26:32, 21:18, 24:21
ტ: ვალანჩუნასი (23+15 მოხსნა+2 დაფარება), ლოური (18+9 პასი+7 მოხსნა), ჯოზეფი (16+3 პასი), პატერსონი (14+6 მოხსნა), დეროზანი (10), ბიიომბო (6), როსი (6), პაუელი (3), კეროლი (2).
ი: ჯორჯი (28), ელისი (15+5 მოხსნა+3 პასი), ტერნერი (8+2 დაფარება), სტაკი (7), მაილსი (6), მაინმი (5+5 მოხსნა), ლოუსონი (4+3 პასი), ჰილი (4), იანგი (4), ჰილი (2+6 მოხსნა), ალენი (2), რობინსონი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.8/41.4), სამქულიანები (27.8/20), საჯარიმოები (92/83.3).
სერია: 1-1
* * *
სტივენ კარის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავად ეგონა. წინასამატჩო ვარჯიშზე ჩემპიონების ლიდერმა კოჭის არეში ტკივილი იგრძნო და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, უარი თქვა მოედანზე გასვლაზე.
თუმცა კარის არყოფნა თითქმის არ დასტყობია ფავორიტს. მართალია, "გოლდენ სტეიტმა" გაცილებით ნაკლები შორეული ტყორცნა შეასრულა, სამაგიეროდ, პოზიციური შეტევებისას ისეთი სისწრაფით ათამაშებდა ბურთს, რომ თავბრუს ახვევდა ჰიუსტონელებს.
მოკლედ, "გოლდენ სტეიტის" რიგებში იმ საღამოს ყველა კარგი იყო: კარის შემცვლელი შონ ლივინგსტონი აშკარად ჯაბნიდა პატრიკ ბევერლის (გამთამაშებელმა ცხრიდან შვიდი ტყორცნა გამოიყენა და თამაში "+19" სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა; კლეი ტომპსონმა სნაიპერობა იკისრა და 34 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდში; ანდრე იგუოდალამ უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო და ყველას შეახსენა, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება (რვიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო); როგორც ყოველთვის, სასარგებლო იყო დრეიმონდ გრინი, რომელსაც 39 წუთში არც ერთი შეცდომა არ ჰქონია და სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე.
კარის ჯერ არ ათამაშებენ
"ჰიუსტონთან" სერიის მეორე მატჩის მოგების შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ იქამდე არ აპირებს მოედანზე სტივენ კარის გამოშვებას, სანამ გამთამაშებელი ბოლომდე არ მოირჩენს კოჭის ტრავმას, რომელიც პლეი ოფის პირველ შეხვედრაში მიიღო."უნდა დავრწმუნდეთ, რომ სტივენი სრულ წესრიგშია და არანაირ ტკივილს არ გრძნობს. არ ვაპირებთ საფრთხის წინაშე დავაყენოთ მისი ჯანმრთელობა. საბედნიეროდ, ხუთშაბათამდე თამაში არ გვიწევს, ასე რომ, მას აქვს გამოჯანმრთელებისთვის დრო", - მოჰყავს მწვრთნელის სიტყვები ESPN-ს.
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 115:106
33:30, 33:28, 20:21, 29:27
გ-ს: ტომპსონი (34+5 პასი), იგუოდალა (18+3 პასი), ლივინგსტონი (16+6 პასი), გრინი (12+14 მოხსნა+8 პასი), ბოგუტი (10+7 მოხსნა+3 დაფარება), სპეიტსი (9), ბარნსი (6+5 მოხსნა), ბარბოზა (6), ეზელი (4).
ჰ: ჰარდენი (28+11 პასი), ბევერლი (13+7 მოხსნა+2 დაფარება), ტერი (13), ჰოვარდი (12+10 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ბიზლი (10+5 მოხსნა), სმიტი (9), არიზა (7+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მოტეიუნასი (7), მაკდანიელსი (3), ბრიუერი (2), კაპელა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (49.4/44.3), სამქულიანები (34.8/40), საჯარიმოები (71.1/78.8).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"