NBA. პლეი ოფი: ფავორიტები შანსს არ ტოვებენ

AutoSharing Option
"მაიამი", ჯერჯერობით, უპრობლემოდ ახერხებს "შარლოტის" დამარცხებას. სერიის მეორე მატჩის პირველ ტაიმში, ფლორიდელებმა ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენეს - თამაშიდან 74.4 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და 72 ქულა დააგროვეს. ორივე მაჩვენებელი პლეი ოფში კლუბის ახალი რეკორდია.

მომდევნო ორი შეხვედრა "შარლოტის" მოედანზე გაიმართება და "მაიამი" ფრთხილად უნდა იყოს, რადგან გუშინდელი მატჩის მეორე ტაიმში "ჰორნეტსმა" ფარქვეშ ბრძოლა მოიგო, კემბა უოკერმა 21 ქულა დააგროვა, ჯეფერსონმა მეოთხედში აიღო 16 ქულა ისე, რომ უაიტსაიდის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია, ბატუმმა კი ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა მოედანი.

და მაინც, "მაიამი" სერიის აშკარა
ფავორიტია. თუნდაც იმიტომ, რომ აქამდე 13 შემთხვევიდან, როცა 2:0-ს იგებდა სერიას, ყოველთვის გადიოდა შემდეგ წრეში.

მაიამი-შარლოტი 115:103
29:29, 43:31, 19:18, 24:25
მ: უეიდი (28+8 პასი), დრაგიჩი (18+4 პასი), უაიტსაიდი (17+13 მოხსნა+2 დაფარება), დენგი (16+6 მოხსნა), რიჩარდსონი (15), უინსლოუ (9), ჯონსონი (8+3 პასი), სტაუდმაიერი (4).
შ: უოკერი (29+5 მოხსნა+3 პასი), ჯეფერსონი (25+7 მოხსნა), ლი (12), ლინი (11), ბატუმი (9+7 მოხსნა+3 პასი), ზელერი (8+5 მოხსნა), ჰოიესი (5), კამინსკი (4), უილიამსი (0+6 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (57.9/42.7), სამქულიანები (56.3/6.3), საჯარიმოები (81.8/78.8).
სერია: 2-0

* * *
პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად, "კლივლენდი" იოლად გაუსწორდა "პისტონზს", ძირითადად, სამქულიანების გამოყენების ფანტასტიკური პროცენტის წყალობით. მასპინძლებმა 38-ჯერ ისროლეს შორიდან და 20 ზუსტი გამოდგა.

ისევ შედეგიანი იყო "კავალიერზის" დიდი ტრიო - ჯეიმსმა, ირვინგმა და ლავმა ერთად 75 ქულა დააგროვეს. მათ მხარში ამოუდგა ჯეი არ სმიტი, რომელმაც შვიდი სამქულიანი (11-დან) ჩააგდო და 21 ქულას მოუყარა თავი.

ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ სმიტს სარგებლიანობის კოეფიციენტი "-4" ჰქონდა, ირვინგსა და ლავს - "-1". სამაგიეროდ, სათადარიგოთა ტრიომ დელავედოვას, ჯეფერსონისა და ფრაის შემადგენლობით, "+68" დააფიქსირა და დიდი წვლილიც შეიტანა მოგებაში.

მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს. მან პლეი ოფში 1200 შედეგიანი პასი დააგროვა, რაც ადრე მხოლოდ ჯეისონ კიდს, ჯონ სტოქტონსა და მეჯიქ ჯონსონს გაუკეთებიათ. გარდა ამისა, ლებრონმა პლეი ოფში 180-ე შეხვედრა ჩაატარა, უკან ჩამოიტოვა მაიკლ ჯორდანი და მე-16 ადგილზე გადავიდა.

კლივლენდი-დეტროიტი 107:90
23:28, 32:25, 27:15, 25:22
კ: ჯეიმსი (27+6 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (22+4 პასი), სმიტი (21+5 მოხსნა), ლავი (16+10 მოხსნა), დელავედოვა (8+9 პასი), მაკრაი (5), ჯეფერსონი (3), ფრაი (3), შამპერტი (2+6 მოხსნა).
დ: დრამონდი (20+7 მოხსნა), ჯექსონი (14+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰარისი (13+8 მოხსნა+4 პასი), კოლდუელ-პოუპი (13+8 მოხსნა), მორისი (11+7 მოხსნა), ჯონსონი (9), ბალოკი (4), ბეინსი (2), დინუაიდი (2), მიქსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/43.6), სამქულიანები (52.6/23.5), საჯარიმოები (50/56.3).
სერია: 2-0
* * *
თამაშიდან ტყორცნების 34.1 პროცენტის რეალიზაციით, "პორტლენდს" "კლიპერსთან" სერიის გათანაბრების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ისევ ჩააგდეს შეხვედრა "ბლეიზერსის" ლიდერებმა - დამიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკალუმმა, რომლებმაც 39-დან 27 ტყორცნა ააცილეს, მათ შორის, 13-დან 11 სამქულიანი.

აქაც, დიდი როლი ითამაშეს მოგებაში სათადარიგოებმა, რომელთა ჯამურმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა "+89" შეადგინა.

კლიპერსი-პორტლენდი 102:81
22:17, 25:26, 20:18, 35:20
კ: პოლი (25+6 მოხსნა+5 პასი), რედიკი (17), გრიფინი (12+9 მოხსნა+4 პასი), კროუფორდი (11+4 პასი), გრინი (10+2 დაფარება), რივერსი (9), ოლდრიჩი (8+8 მოხსნა+2 დაფარება), ჯონსონი (5), ჯორდანი (3+18 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), მბა ა მუტე (2+3 ჩაჭრა).
პ: ლილარდი (17+6 მოხსნა+3 პასი), პლამლი (17+10 მოხსნა+7 პასი), მაკალუმი (16+5 პასი), ჰარკლესი (12+7 მოხსნა), ამინუ (9+10 მოხსნა+3 პასი), კამანი (4+5 მოხსნა), ჰენდერსონი (4+5 მოხსნა), დევისი (2+6 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46/34.1), სამქულიანები (38.1/19.2), საჯარიმოები (56/87.5).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული